მიხმარებაზე კიდე თქვენ არ გინახიათ.. ხალხო
რა საშინელებაა ეგეთი კაცი...
მე აქ ბევრ ოჯახში მინახია კაცები
რატომღაც გაწვრთნილები არიან ეგრე და აღზრდილები... დედას ეხმარებოდა..
მერე ცოლსაც ეხმარება.. და ა.შ.
ნუ თუ ქალი ცუდაა.. ან ათასში ერთხელ რაღაც ხდება კი შეიძლება რო მიეხმარო...
მარა ყოველდღე ?
აუ რა ცუდად ჩანს ჩემს თვალში ვერ წარმოიდგენ..
აი ვახშამი გავმართეთ.. მოვიდა ცოლქმარი
ვჭამეთ ოჯახმა და ვიყავით 4 ქალი და 1 კაცი.
რო მოვჩით ჭამას... ეს კაცი წამოხტა თეფშების ალაგება დაიწყო.. (მეთქი რას აკეთებს...%) მივიდა
ჩააწყო და რეცხვა დაიწყო.. (მეთქი ამას შიგ ხო არა აქ) .. და ისეთი სახით შვებოდა.. როგორც ეს ვითომ
ვიღაცა რო ეტყვის კარგია და მოწესრიგებულობის ნიშანიაო.. ეგონა რო ძაან კარგად იქცეოდა..
ეს ცოლიც ადგა და მაგიდის ალაგება დაიწყო..
იქით ქმარი ჭურჭელს რეცხავდა... მეთქი მე რაღა გავაკეთო?? წავალ სიგარეტს მოვწევ მეთქი..
წადი წადიო.. და მერე დესერტი ვჭამოთო..
არ იყო რა ლამაზი. დამიჯერეთ სტუმრად წასული ქმარი სუფრას რო აულაგებს 4 ქალს და ჭურჭელს გაურეცხავს... (თავისით, ჩუმად) არადა ისეთი ლამაზი კაცია.. რო შეხედავ ტიპიური ამერიკელი.. ძაან ეშხიანი..
და მეთქი ეს რეებს აკეთებს
* * *
ერთი იყო ვაფშე.. რო მოგშივდება მითხარი და მე
გაგიკეთებ საჭმელსო... (აუ მეთქი ეხლა ამან

... ხო კაი მეთქი ნუ რას ვეტყოდი.. ბოსის შვილი იყო.. ..
და ნუ მომშივდა რა.. ნუ უნდა ვჭამო.. და ა მეთქი
იმას უნდა დავავალო...
მეთქი ეი ბიჭო შენ... მომშივდა..
ა ეხლავეო და შევიდა კუხნაში დაიწყო მზადება..
შენ დაჯექი ტელევიზორს უყურეო და მე მოგიტანო..
ჰო კაი მეთქი...
ნუ გავიდა 10 წუთი.. მეთქი რას აკეთებს ამდენს...
მაინტწრესებდა.. მეყურა..
არადა მითხრა აქ იჯექიო... მარა ვერ ვითმენ მინდა
ვნახო რას აკეთებს.. ხოდა ავდექი და შევედი კუხნაში ... მაინტერესებდა... რაღაც ომლეტს ხარშავს.. რაღაც ძველი ამერიკული წესით.. თუ რაღაცა.. მეთქი ვაიმე... სუნი და შესახედად არ მომეწონა.. ნუ გამოვედი.. მეთქი კაი ქნას ჯანდაბას
მომიწევს ჭამა... ნუ გაამზადა მივედი დავჯექი..
მეთქი შენ არ ჯდები?
არაო.. მარტო შენ გაგიმზადეო..
ნუ ესეც გამიტყდა.. ერთად მაინც გვეჭამა.. კიდე
გაასწორებდა.. დაიწყო თვითონ ტაფების და ქვაბების რეცხვა.. და მე ვჭამ..
კაია? თან რეცხავს.. თან მეკითხება..
ჰოო ძაან...
.
ძალით ვჭამე ის სირობა ... და დავდექი ცუდ ხასიათზე.. ის ჩემი ჭურჭელიც ჩავუყარე.. აჰა ესეც მიაყოლე მეთქი...
ჭამა კიარა... მთელი დღე საშინელ ხასიათზე დავდიოდი..