მოკლედ მყავს დეიდა რომელიც არის ავად საკმაოდ.
ნუ კობოს ერთ-ერთი ფორმა აქვს და უკან დაიხევს ხოლმე და მერე ისევ.
ხოდა სულ ვკითხულობ მის ამბებს როცა ვრეკავ აი ძალიან მაგარი ქალია და ძალიან მოყვარს.
ეს ბოლო ხანია არ მიკითხავს და ვიცი რომ კარგად იყო და ა.შ.
ნუ ალბათ სამი კვირაა არ მიკითხავს.
ხოდა არვიცი რატომ და მესიზმრება ამ დღეებში რომ დეიდაჩემის ქორწილში ვარ. რეალობაში არ ვყოფილვარ და დიდი ხანია დაქორწინებულია.
ხოდა თითქოს რაღაც კაბა ქონდა და მერე მე დედაჩემმა უკეთესი ვაჩუქეთ, ის ჩაიცვა და ბოლოს ქორწილში მოვიდა ამ კაბით ოღონდ ქონდა დიდი შავი ჯემპრი გადაცმული და ვერ ვხვდებოდი რა მოხდა, მოწყენილი იჯდა.
მერე რაღაც არეულობა დაიწყო და მისი მეჯვარე ჩამოვიდა ჩემთან. დავტოვე დედაჩემთან და ავედი ზემოთ გამერკვია რა ხდებოდა და ეს შავი ჯემპრი რატომ გადაიცვა და არაფერს მეუბნებოდა დეიდაჩემი, ტიროდა და მეხუტებოდა.
ბოლოს გავიგე სხვებისგან თითქოს რომ ამ მეჯვარე გოგოს ვინც დედაჩემთან დავტოვე ხალხი დაუხოცია და ჩავრბივარ ისევ რომ დედაჩემი ვიპოვო, რომელიც ამ მეჯვარესთან დავტოვე და ვერ ვპოულობ დედაჩემს, ვერც მეჯვარეს და მეღვიძება ამაზე.
დედაჩემს დავურეკე დღეს და აი მოულოდნელად 2 დღეში დეიდაჩემის მეჯვარე ჩამოდის დეიდაჩემთან, ისე სხვა ქალქში ცხოვრობს და იშვიათად ჩამოდის და დაპატიჟეს დედაჩემიც.
და დეიდაჩემი კიდე მალე ექიმთან მიდის და იქ პასუხებზე იქნება დამოკიდებული მისი ჯანმრთელობა.
ახლა არვიცი ამ სიზმარზე დავპანიკდე თუ არა.
ხანდახან არის მესიზმრება რაღაც ესეთი და ცუდი რაღაც ხდება

ასევე ინტუიციაც კარგი მაქვს.
აი რატომ და როგორ დამესიზმრა დედაჩემი და მისი მეჯვარე, როცა არც კი ვიცოდი რომ ჩამოდის ეს ქალი
