ვიდარდებდი...
დაუნახავი ხალხის დდშვც ყველასი, ყველაზე მეტად დაუნახაობა ტკენს ადამიანს გულს...
ეხლა ეხლანდელი ნაკრების წევრებს არაფერი გაუკეთებიათ ისეთი, რომ ვინმეს დაუნახაობა დასწამონ, მაგრამ შოთა არველაძე რო ხარ, კახი კალაძე, კობიაშვილ-იაშვილი ან დემეტრაძე და გაგინებენ ჩავარდნილი თამაშის გამო, მაგრად ტეხავს...
ეგეთი გულშემატკივრის დდშვც ყველასი, ფეხბურთელის გადმოსახედიდან...
საბერძნეთთან თამაში მახსოვს, შოთა არველაძემ გამაზა რამდენიმე მომენტი და რო შეცვალეს მთელი სტადიონი "შოთას რა? დედის ###ნას" ღრიალებდა...
მიდი და გქონდეს ეგეთი გულშემატკივრის გახარების მოტივაცია...
არადა შოთას ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ქართული ფეხბურთისთვის...
ან კალაძის ავტოგოლები ავიღოთ...
კალაძე რო არა, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის, ერთ ერთ უდიდეს საფეხბურთო ქვეყანაში არავის ეცოდინებოდა ქართული ფეხბურთი და ტიპი მაშინდელი სუპერგუნდის ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო, ლიგა მოიგო ორჯერ, უმაღლესი ჯილდო რაც შეიძლება ქართველმა ლეგიონერმა ფეხბურთელმა მოიგოს...
და გაიტანა ორი გოლი და გინებაზე გადავიდა ხალხი, ყველა სიხარული ერთბაშად დაავიწყდათ, რაც მანამდე მოუტანია კალაძეს...
არადა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ფინალებში გაუმაზიათ სუპერვარსკვლავებს პენალტი და წაგების ფასად დაჯდომიათ, მაგრამ მაინც უყვართ ქომაგებს, ამხნევებენ... ჩვენ კიდე არაფერს გვიწყვეტდა ის წაგება იტალიასთან, მაინც ვერ გავიდოდით და დავამხეთ თავზე ყველაფერი...
არაა ეგ გულშემატკივრობა...
ან აგერ ავიღოთ უახლოესი წარსული

ნავალოვსკი როა, ნაკრების ფეხბურთელი, დიდი არაფერი გაუკეთებია ქართული ფეხბურთისთვის, არც ვარსკვლავებს წყვეტს, მაგრამ ეტყობა რო ჯიგრიანი ბიჭია, თამაშობს როგორც შეუძლია... და რო თამაშობს ე.ი. უკეთესი არ გვყავს...
ხო და ესპანეთთან რო მოვიგეთ 1-0 გასვლაზე, ნავალამ დაწერა ფბ-ზე, ვინც ჩვენ გვაგინებდით ყველას დედას შევე##ო...
ხო და ატყდა ერთი ამბავი, როგორ თუ იგინებაო...
აღშფოთდნენ ჟურნალისტები, გულშემატკივრები...
არადა რამ აღაშფოთათ....
შენ თუ გაქვს უფლება რომ წაგების შემთხვევაში ფეხბურთელს დედის მუ##ლი აგინო, ფეხბურთელსაც აქვს უფლება, რომ მოიგებს, იმანაც აგინოს მაგონებელ გულშემატკივრებს გამზრდელი...
არ არის მასე?
ხო და ნაკრების ფეხბურთელობა ნაღდად არ მინდა...
ნაკრების ფეხბურთელობა იმიტომ უნდა უნდოდეს სპორტსმენს, რომ გულშემატკივარი გაახაროს...
და პატარა ფეხის დაცდენაზე თუ დაგამხობენ თავზე ყველაფერს, ეგეთი გულშემატკივრის დედა არ მო###ან?
ფულის შოვნა და ცნობადობა თუ გინდა, აგერ კალათბურთელობაზე იოცენებე...
ფაჩულიას დონის კალათბურთელს მესიზე მაღალი ხელფასი რო აქვს ნბა-ში...