აუ, მე ერთხელ ძაან ცუდად მოვიქეცი

))
საკმაოდ დიდხანს ვესაუბრებოდი ბიჭს, საერთო ფასეულობები, შეხედულებები, იშვიათი სულიერი კავშირი და ყველას რომ გამოგვივლია, თითქმის ვირტუალური რეალობის თავგადასავლები, ისეთები გვქონდა... და გავუგზავნე ძველი ფოტოები, სადაც გამხდარი და ლამაზი მეგონა უფრო საკუთარი თავი.
იმ პერიოდში მოვიმატე და საშინელი კომპლექსი მქონდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ახალი წონით არ მოვეწონებოდი და ამ ადამიანის დაკარგვა არ მინდოდა.
სანამ ვნახავდი რეალურად, გადავწყვიტე გახდომა.
ვერ გავხდი

)) იმიტომ, რომ სტრესი მქონდა და 3 კგ მოვიმატე პლუს, ამ თემის გამოც იმდენი ვინერვიულე . შეხვედრამდე ვუთხარი, რასაც ვატყუებდი და არაუშავსო. მგონი გამოშტერდა.
ნუ, ამბავი როგორ განვითარდა აქ არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ ჩემი აღქმა იყო არასწორი და ტყუილად ვიტანჯებოდი.
გარეგნობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ხარ თავდაჯერებული.