შენ არ მიგულისხმიხარ

ზუსტად მაგ მეორე აბზაცის გამო

ისე კი ვიფიქრე, თავის თავზე არ მიიღოს მეთქი...
მაგრამ არ მევასება იმას რო მიაწერენ ხოლმე შენ არ გგულისხმობო

არასწორი მიდგომაა ეს...
ადამიანი დაზღვევას მოგების ან სხვისი დახმარების მიზნით არ უნდა უყურებდეს,,,
დაზღვევა არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელითაც შენ აზღვევ შენ ფინანსურ რისკებს...
რას გამოიყენებ, რამდენში პლუსში გახვალ და მინუსში, ეგ არასწორია...
შენ თუ გიღირს წელიწადში სიტყვაზე 1000 ლარის გადახდა იმაში რომ ოპერაცია თუ დაგჭირდა ან ავარია მოგივიდა, 10000 ლარის გადახდა არ მოგიწიოს და წლები ისე გავა, რომ არც ავარია მოგივა და არც საოპერაციო გახდები, არ ნიშნავს რომ წაგებაში ხარ...
პირიქით, ეგ საუკეთესო ვარიანტია და ყველაზე მეტად ეგ ვარიანტი უნდა გაწყობდეს...
მაგ ფულს იხდი სიმშვიდეში, დაცული რომ იყო ფინანსური რისკებისგან...
მაგალითად მე ხელფასიც დაზღვეული მაქვს, ჩემივე სადაზღვევოში...
არ მემუქრება არანაირად სამსახურიდან გაშვება, სტაბილური ორგანიზაციაა, 10 წელია აქ ვმუშაობ...
და 99% ალბათობით ვიცი, რომ ტყუილად ვიხდი მაგ ფულს...
მაგრამ მიღირს მაგ თანხის გადახდა, 1%-თაც რომ არ ვინერვიულო, უმუშევარი თუ დავრჩი, სამსახურის მოძებნამდე რა ვქნა მეთქი..
ყველაფერი ხდება ცხოვრებაში...
ფინანსურად და პოლიტიკურად არამდგრადი ქვეყანაა...
ანუ მაგ კუთხით უნდა შეხედო დაზღვევას...
შენ ფულს იხდი და საუკეთესო ვარიანტია ამოღება თუ არ დაგჭირდა...
მაგალითად მანქანა გყავს დაზღვეული და იხდი ფულს...
რა გირჩევნია, არაფერი შეგემთხვეს თუ მოგივიდეს ავარია, ამოიღო რაც გადაიხადე ან იმაზე მეტი ფული და ისევ იგივე მანქანა გყავდეს...
შენი ფინანსური მდგომარეობა ხო არ იცვლება ჯანმრთელი იქნები თუ გულის ოპერაციას გაგიკეთებენ და სადაზღვევ გადაიხდის იმ ფულს...
გრძელვადიან პერსპექტივაში დათვლა კი სისულელეა...
ერთი შემთხვევაც და დაღუპული ხარ...
განუსაზღვრელობაა დაზღვევა, ან მოგივა ან არა... არავინ იცის...
რო იცოდნენ რო უეჭველი მოგივა ზარალი, არც დაგაზღვევს არავინ...
დაზღვევა იმიტომ მუშაობს რომ დიდი პორტფელია, ერთმანეთს აფინანსებენ...
შენ ვერ გაქაჩავ რო მარტო შენი დანაზოგით გადაჭრა ის პრობლემა, რაც შეიძლება დაგიდგეს...
მოკლედ ლექციას ვკითხულობ დაზღვევაზე

ორი წლის წინ ილიაუნიში ჩავაბარე, სადაზღვევო საქმის მაგისტრატურა შემოიღეს და ბარემ ხარისხსაც ავიღებ მეთქი

1 თვეში დავანებე თავი

პროფესორი ვინც იყო მაგ პროგრამის, ჩემზე ბევრად ცოტა იცოდა...
პრაქტიკაში არ ქონდა არანაირი გამოცდილება...
და ის ასწავლის ხალხს დაზღვევას...
დაბალ დონეზეა მაგ მხრივ განათლება ქვეყანაში...
მაგრამ ვითარდება მაინც...
This post has been edited by Frankens†ein on 20 Nov 2016, 23:01
Mens sana in corpore sano...