დღეს ხშირია განსხვავებულ ასაკთა შეხვედრები და კავშირები. იმიტომ რომ ადამიანი არასოდეს ყოფილა ისეთი თავისუფალი როგორც თანამედროვეობაში.
თუმცა, ეს თავისუფლება საკმაოდ ძვირი უჯდება.
ზოგადად, 20 წლის ბიჭი მზად არაა კომფორტული და სტაბილური ურთიერთობისთვის.
ქალისთვის კომფორტული და სტაბილურია ურთიერთობა როცა მამაკაცი ზრუნავს ამაზე. იცის როგორ იზრუნოს, ზრუნვის შესაძლებლობებსაც ფლობს და ეს ზრუნვაც სიამოვნებას ანიჭებს. შესაბამისად ამ ზრუნვას ფეხს უწყობს ქალი. ისევე, როგორც ცეკვაში ხდება. ბუნებრივი რიტმით.
20 წლის ბიჭი არ არის ჩამოყალიბებული მამაკაცი. სექსის გროსმაისტერობა და აინშტაინის ნიჭი არ უდრის ჩამოყალიბებულ მამაკაცობას. იშვიათ გამონაკლისს ვუშვებ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ბიჭს რაღაც ისეთის გაღება მოუწევს რომ ნორმალური ქალი აუცილებლად იგრძნობს დისკომფორტს და ეგ უკვე დაურღვევს სიმშვიდეს, უხერხულობის განცდა მუდამ ექნება, რაც დასასრულისკენ წაიყვანს ურთიერთობას.
ვიცი ოჯახები, სადაც მამრი 15,20, 23(!)წლით უმცროსი იყო / ბოლო შემთხვევა სტუდენტს და ლექტორს გადახდა/, და უმტკიცესი ოჯახები აქვთ, შვილებიც ყავთ. აღმოჩნდა რომ გრძნობები იყო ნამდვილი, ღრმა და ურთიერთობა თანხმიერი.
ასევე ვიცნობ თბილისურ ოჯახს. სადაც ბიჭი/გაცნობის მომენტში/17 ის იყო და ქალი 35 -ის. ქალს ამ დროისთვის 13 წლის გოგონა ყავდა. 2წლის შემდეგ იქორწინეს. 2 ბავშვი ეყოლათ /პირველი დაბადებისთანავე გარდაიცვალა/ ოჯახი დაინგრა ქორწინებიდან მეცამეტე წელს. მიზეზი /უფრო სწორედ საბაბი. მიზეზი სხვა რამაა/ - 20 წლის ლამაზი გოგონა

თუ მამაკაცია ასაკით უფროსი, ცხადია ის უფრო მეტად არის მზად ხანგრძლივი ურთიერთობისათვის, მაგრამ გააჩნია ვის ხარჯზე და რის ხარჯზე.
მოკლედ, ყველაფერი ინდივიდუალურია. თუმცა გგონია რომ ინდივიდუალურია და ბანალური კი აღმოჩნდება. ნამდვილი ინდივიდუალური იშვიათობაა.
ადამიანმა დრო არ უნდა დაკარგო წვრილმან, ბანალურ ურთიერთობებზე. ჩემი აზრით, ჯობია ქალმა მოიცადოს გარკვეული პერიოდი, და არ განიხარჯოს წვრილმან ხანმოკლე კავშირებში, თუ სურვილი აქვს რომ მშვიდი და სტაბილური ურთიერთობის თანამგზავრი იპოვოს. უნდა მოიცადოს. თავის თავზე იმუშაოს და დააკვირდეს. ვფიქრობ ეს საუკეთესოა. რადგან უნივერსალური წესი არ არსებობს. რადგან დღესდღეობით ყველა გზა ხსნილია და ამიტომ აღარ იცი რომელია სწორი
* * *
კი, სიყვარულია ეს. მაგრამ ღამის 3 ზე პარტნიორი კი არა სიყვარული რომ გაგაღვიძებს ეგაც სიყვარულია : ))
მთავარია თუ ვინაა ის ადამიანი, ვისაც სიყვარული აირჩევს და შეფრინდება მასში უცხო ლურჯი ფრინველივით.

აავსებს საოცრებით. ათასი ფერით და ბგერით, აუწერელი სიხარულით და სიმდიდრით. მაგრამ იმის მიხედვით, თუ ვისში "შეფრინდა", ან ერთს ჩაიჭიკჭიკებს, ან იგალობებს და გამოფრინდება, ან სამუდამოდ დაიდებს ბინას მის გულში.
This post has been edited by annavita on 14 Nov 2016, 06:49
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო