აუ მოცლილი რო ვიყო, ჩავეწერებოდი ესეთ კურსზე

მაგრად მაინტერესებს რას ასწავლიან...
ყველაზე მეტად დამსწრეები მაინტერესებს...
და რა შედეგს მიიღებენ ამ ხუთი დღის მერე...
ზოგადად ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ მსგავს კურსებს...
მაინდამაინც გოგოს დაკერვის კურსებზე და მსგავს არასერიოზულ კურსებზე არ ვამბობ...
აი ლიდერობის ხელოვნების კურსები როა...
თუნდაც ახლანდელი განათლების მინისტრი, სანდრო ჯეჯელავა რომ უძღვებოდა მართვის აკადემიაში...
ბლომად თანამშრომელია ჩვენგან მისული მანდ მაგ კურსის გასავლელად...
მეეჭვება რამე შედეგი მოქონდეს, მიკამათია ამ თემაზე და ზოგი თვლის რომ მართლაც სარგებლობის მომტანია და მაგიტომაც აფინანსებს კომპანია...
ბევრს ვიცნობ, ვინ ეგ კურსები გაიარა, წლებია და არა მგონია რამენაირად შეეცვალა მსგავს კურსებს და უკეთესი ლიდერული თვისებები გასჩენოდათ...
უბრალოდ სერტიფიკატი აქვთ და ტერმინოლოგიის ლექსიკონიც გაიმდიდრეს ალბათ ცოტათი...
ლიდერის თვისებები თანდაყოლილი უნდა იყოს, მეეჭვება ლექციების მოსმენით შეიძინო...
ან ცნონილი სპიკერები რო ჩამოყავთ...
გაყიდვების ტექნოლოგიებზე რო კითხულობენ ლექციებს...
ბრაიან ტრეისი და ეგეთი ტიპები...
ასობით დოლარი რო ღირს კურსი და გიყვება ტიპი როგორ უნდა გაყიდო პროდუქტი...
მანდ რა უნდა ისწავლო...
ფარსია ეგეთი კურსები...
ერთი პლუსი შეიძლება ქონდეს მარტო - ბიზნეს-კონტაქტები დაამყარო...
თორე რა გაყიდვის სწავლება...
ეხლა კიდე კოლინა და რამდენიმე წარმატებული ტიპი ჩამოყავთ ბათუმში...
რამდენიმე ასეული დოლარი ღირს დასწრება...
რო მოგვიყვნენ როგორ მართავდნენ სიტუაციებს...
მაგრამ ბევრი ფიქრობს რომ მუშაობს მსგავსი კურსები...
ხო და საინტერესოა, ეს გოგოს დაკერვის კურსები თუ იმუშავებს ვინმეზე

ამ ბრაიან ტრეისის, ბელფორტის თუ კოლინას მოსასმენად ვინც მიდის, იმათ უკვე აქვთ გარკვეული მიღწევები და ვერ გაიგებ, მომავალი წარმატება ამ სპიკერების მოსმენის შედეგია თუ ისედაც იქნებოდნენ წარმატებულები...
მაგრამ ამ გოგოს დაკერვის კურსებზე ვინც მივა, რა თქმა უნდა უჭირს ამ კუთხით და საინტერესო იქნება თუ გამოუკეთდებათ თვისებები...
Mens sana in corpore sano...