სახლში ძალიან მაგარი კოლექცია მაქვს სასმელების...
ბევრი ძვირადღირებული იქნება, 30 წელზე მეტი მარტო ჩემ სახლში როა...
კურვუაზიეც მაქვს, მაგრამ ეგ რამდენიმე წლის წინ ნაყიდია და შეიძლება მაგის დალევა

2 წლის წინ მაჩუქეს, დაბადების დღეზე...
შვილი რო მეყოლება გავხსნი მეთქი, მაგრამ სულ გადამავიწყდა და მიდევს ეხლა ისე

შეიძლება მაგის დალევა, წესით დალეული უნდა იყოს

რამე კაი მიზეზი და გავხსნი...
ერთი კაი ამბავი გამახსენდა ამ კოლექციაზე

მამაჩემი აგროვებს დიდი ხანია...
ხო და ერთხელ, ვიქნებოდი 17-18 წლის, სახლში მარტო ვიყავი და მე, ჩემი ძმაკაცი და ორი ნაცნობი გოგო ამოვედით დასალევად

უფრო სწორად სხვაგან ვიყავით და იქიდან წამო ჩემთან გავაგრძელოთ, მაგარი სასმელები მაქვს მეთქი

და ავედით და ერთი იაპონური ვისკი იყო, 1889 წლის ჩამოსხმა და ეგ გავხსენი...
ხრახნიანი თავსახური ქონდა და მუქი ბოთლი, არც შეეტყობოდა გახსნილი იყო თუ არა...
ხო და 1 ლიტრი ვისკი არაყივით დავლიეთ, კოკა-კოლას ვატანდით

დილას მაგრად გამიტყდა რო გავიღვიძე, ვიცოდი რო მაგარი ვისკი იყო და ისე დავლიეთ გემო არ მახსოვდა
ხო და ავდექი და ამ ბოთლში ჭაჭა ჩავასხი და დავდი ისევ თავის ადგილზე, ვერც შეატყობდი ვერაფერს...
რაღაც დროის შემდეგ არაყი დამჭირდა და გადმოვასხი ის არაყი და წყალი ასხია ეხლა

მამაჩემი მაინც არ სვამს და რა მნიშვნელობა აქვს მაგისთვის წყალი ესხმება თუ ვისკი
This post has been edited by Frankens†ein on 20 Nov 2016, 14:23
Mens sana in corpore sano...