ისე ერთი კაი ისტორია გამახსენდა ამაზე...
ზუსტად 10 წლის წინანდელი, ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა, მახსოვს...
მოკლედ ჩეტები რო იყო ხოლმე მაშინ, ერთ-ერთ ბანძ ჩეთში გავიცანი ერთი გოგო...
საერთო ჩეთები რო იყო...
არ ცხოვრობდა საქართველოში...
ხო და სურათებს დებდა ხოლმე და ძალიან მაგარი გოგო იყო...
თავისუფალი დრო რო მქონდა სამსახურში, სულ ჩეთი მქონდა გახსნილი...
თუ კომპიუტერთან არ ვიყავი, ვმესიჯობდით...
მოკლედ ესე გრძელდებოდა რამდენიმე თვე...
აქ რო წერენ ხოლმე ინტერნეტით შეყვარებაო, ეგრე ვიყავი..
მიყვარდა ის გოგო...
არადა არ ვიყავი შეხვედრილი, სურათები მქონდა მარტო ნანახი...
მაშინდელ კომპიუტერში (სოფელში წავიღე მერე) ეხლაც არის მგონი იმ გოგოს ბლომად სურათები...
მოკლედ როცა მღვიძავს ვჩეთაობთ და როცა მძინავს, მესიზმრება

ხო და დადგა ნანატრი დრო როცა თბილისში ჩამოვიდა და უნდა შევხვდეთ...
სამსახურის მერე უნდა შევხვდე და გული ამოვარდნაზე მაქვს, ერთი სული მაქვს როდის შევხვდები...
ხო და დამტავრდა სამუშაო დრე და ჩავისეირნე შარდენზე (ასათიანზ ეიყო ჩემი ოფისი და შარდენზე უნდა შევხვედროდი, მაშინ კაი პონტი იყო შარდენი_...
ხო და მივედი და ვხედავ ეს გოგო ზის, ზუსტად ისეთია, როგორიც ფოტოებში...
ხო და დავილაპარაკეთ და მანდ დამთავრდა ყველაფერი

რატო არ ვიცი

არც რამე ცუდი უთქვამს, არც უგინებია

არც თავი დაუფასებია, არ არაფერი ცუდი... მაგრამ მასე იყო...