Frankens†einსაკაიფო ისტორია იყო ანიტაზე
მემგონი ეგეთი მომენტი და სიტუაცია ყველა ბიჭს გვქონია და მემგონი2 რაღაც სხვა რაიმეს ბრალიც შეიძლება იყოს გარდა იმის რაც დაწერე. ანუ მაგ მარტივ გარემოებებს იქით რა
რაღაც პერიოდი მე და ჩემს ძმა მარტოები დავრჩით სახლში.
ნუ ამ შემთხევაში როგორც ხდება ხოლმე კი ვიცით. მითმეტეს ჰაი კლასის წყალწაღებული ბაბნიკი თუა შენი უფროსი ძმა
თითქმის ყოველდღე რაღაც ხდებოდა სახლში. სასტავები , დალევები, გათენებები და ეგეთები.
ერთ საღამოსაც გაიჩითა ის : love: აი რაღაცა საოცარი ჰიბრიდი იყო , ერთის მხრივ სექსუალური და მეორეს მხრივ ძალიან საყვარელი. ( ტოპ 3ში უეჭელი შევიყვან ეხლაც და მაშინ მითუმეტეს)
შუაღამისას სიგარეტი და ყავა გათავდა, მგონი სასმელიც და იასნა ერთად წავედით მოსატანად : ახლო მარკეტი დაკეტილი იყო, ბოდიალი მოგვიწია ოდნავ შორს დიდ მარკეტამდე, მერე წვიმამ დასცხო, მაგარი დავსველდით, მანქანამ გაწუწულები უფრო მაგრამ გაგვწუწა, მერე სადღაც სადარბაზოს შევეფარეთ, ის იყო უნდა მეკოცნა რომ აგრესიული კატა გამოხტა საიდანღაც , პრინციპში ის კატაც იგივეს გაიფიქრებდა ჩვენზე, მერე ოთხფეხა ძაღლები გამოგვეკიდნენ ყველას ერთად , სახლში ჩემი მაისური და ჟაკეტი დავუთრიე , მერე დივანზე რომ დავსხედით ჩახუტებულებს ჩაგვეძნა და იტოგში სტანდარტ /რომანტიკის/ მთელი პაკეტი გაგვეჩითა რა

ყველაფერზე ბაზარი მოვასწარით ოღონდ დეტალების გარეშე, დილისკენ რომ ვაცილებდი კაკრას მაგ მომენტზე მკითხა, შენო არაფერი გიკითხია კონკრეტულიო, ისიც არ იცი რა უბანში ვცხოვრობ ან სად ვწავლობო, მეთქი ჯეიმსა ვარ ბონდი რა პრობლემაა ჩემთვის ეგეთი წვრილმანების გარკვევა თქო
მეორე დღეს მთელი დღე მეძინა
მესამე დღეს უფულოდ გავიჩითე
მეოთხე დღეს .. დარეკვა გამიტყდა , შემრცვხა რაღაცნაირად ტელეფონში ბაზრის რატომ არ შევეხმიანე ეს დღეების გამო. ვიფიქრე მომდევნო დღეებში პირდაპირ უნიში დავადგები თქო.
იტოგში ვერ/არ ვნახე

მანამდე არაფერი უთქვამს , სადღაც ორი კვირის მერე სასწაულად მაკაჩავა ჩემი ძმის გოგონამ, ვისი დაქალიც ეს იყო რა.. აი ვიცი რომ გარეკილი გაქვს და არანორმალური ხარო მაგრამ ერთხელ მაინც დაგერეკა ისე უბრალოდო. რაღაცა ზრდილობა ეთიკა ხომ არსებობსო.. ახსნა ვცადე , მაგრამ რა უნდა ამეხსნა მეც არ ვიცი ზუსტად..
ვითომ მარტივია პასუხი, ზემოთაც მიწერია მშრალი გადმოსახედით რამ "შემიშალა" ხელი მაგრამ მაინც მესტრანნება ეგ თემა..
ნუ დავიკარგებით წარსულში, რომელიც ერთგვარი სულიერი ჭაობია და სადაც თავად ბედნიერებაც კი სევდის მანტიით არის შემოსილი..
4.99 დოლარიანი რჩევა : ))
Bla Bla Bla..