safetyმე არ დამჭირვებია მაგის ფიქრი

ზოგადად სწრაფად ვახდენ ადაფტაციას.
სამაგიეროდ ამ ყველაფერს აქვს ერთი გადასარევი თვისება. ითავისებ რომ შენც ადამიანი ხარ და არა წითელი ჯვარი და რახან ვინმეს ჭირდები მასთან უნდა იყო. ( ნიკა მკითხავდა ახლა კარგ რაღაცას :დ მაგრამ ეს ის არ არის რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ ნიკუშ :* ) მერე იწყებ გააზრებას უკვე აბა სად ? მიდგები/მოდგები და სადაც ნახავ შენ ადგილს იქ დარჩები.
მე ვარ ადამიანი ანალოგიური როგორც ის, შესაბამისად ან ორივე უნდა მივდიოდეთ რაღაცისკენ , ან ცალკეც არ მომბეზრდება ხეტიალი.
* * *
MasterJCკი უჭირს, მეც მქონდა ეგ მომენტი. მაგრამ ფაქტია რაღაცეები იცვლება და ეს კარგია. როცა დილით ადგები და გრძნობ რომ სამყარო უშენოდაც მშვენიერია და შენ უბრალოდ იღბლიანი ხარ, რადგან გერგო საშუალება დატკბე. როცა ხვდები რომ ნეგატივის მორევს პოზიტივის ყლუპი სჯობს. უკვე ცვლი სიტუაციას

ადამიანების შეცვლის მცდელობას ჯობია მილიარდჯერ.
არ მიგიღეს იქ სადაც გინდოდა? იპოვე პოზიტივის ყლუპი . არასოდეს ინანებ ამას. და მიხარია ადამიანები ვისაც პოზიტივი მოაქვს, ჩემთან არიან და არასოდეს მიმატოვებენ.
დღეს რაღაც მეტი მომივიდა ვგონებ :დ ესეც ერთი კარგი ადამიანის ბრალია.
This post has been edited by suntqvа on 30 Nov 2016, 00:27