HurricaneKat.გასაგებია. მაშინ მაგალითს მოგიყვან, ლოგიკის საჩვენებლად.
მყავს ერთი ლექტორი, დავით ზედელაშვილი, რომელიც მასწავლიდა სამართლის ფილოსოფიას და სახელმწიფო მოწყობის ორ ნაწილს.
ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ძალიან ვნებით და სიყვარულით ლაპარაკობს თავის საგანზე

რაც თავის მხრივ უკვე ძალიან კარგია. ასევე, ნებისმიერი კითხვა, რაც არ უნდა გაგვჩენოდა, გულწრფელად, ზოგჯერ ბევრი ფიქრის მერე გვპასუხობდა.
ერთხელ სულ სხვა საგანთან დაკავშირებით დამჭირდა რაღაც და დავითს ვკითხე, როგორც ყველაფრის მცოდნეს
და იმდენად სრული და გასაგები პასუხი გამცა, გავოცდი

არადა რასაც გვასწავლიდა იმასთან არანაირ კავშირში არ იყო.
თან მე არ მიყვარს დაზეპირებული რომ აქვთ რაღაცეები. ამ ლექტორს, ისე ხსნიდა, ცხადია დაზეპირებული ისედაც ვერ ექნებოდა,
რაც კარგად არ გესმის, იმას კარგად ვერც ახსნი, მაგრამ აზროვნებით, კითხვებზე პასუხის სისწორით, ლოგიკის განვითარებით,
უკიდეგანო ცოდნით იყო აღსავსე ეს კაცი
ეხლა აღარ მასწავლის, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ძალიან ჭკვიანი და უკიდეგანოდ განათლებულია.
ეს ფაქტი კი ძალიან მესექსუალურება მე

დამატებითი კითხვები?