ქალებს ჯარში არ უნდა იწვევდნენ არა იმიტომ რომ ქალს არ აქვს უფლება ემსახუროს საკუთარ ქვეყანას, უბრალოდ ეს იქნება ქალის ბუნებრივი მდგომარეობის დარღვევა
რამდენიც არ უნდა ამტკიცოთ და არგუმენტად გენდერული თანასწორობა მოიყვანოთ ქალი მაინც ქალია და კაცი მაინც კაცია
მოკლედ განვმარტავ და ვიტყვი რას ვგულისხმობ ამაში
არავითარ შემთხვევაში არ ვამბობ იმას რომ ქალს რამის უფლება არ აქვს, პირიქით მას ყველაფრის უფლება აქვს
მას აქვს უფლება რომ სამხედრო სამსახურში ჩაერთოს, აქვს უფლება რომ პარლამენტში იმოღვაწეოს ანდა რაგბით დაკავდეს
უბრალოდ ვამბობ იმას რომ არის კონკრეტული სპეციალობები რომელიც ქალისთვის და მამაკაცისთვის შეუსაბამოა
არა იმიტომ რომ ამას ჩვენ მშობლები გვასწავლიდნენ: ქალი მხოლოდ სამზარეულოში და ა.შ
არა, უბრალოდ იმიტომ რომ ზოგი პროფესია ეწინააღმდეგება ქალის ბუნებას
მაგალითისთვის გეტყვით, ავიღოთ პროფესია მშენებელი, კონკრეტულად მუშა რომელიც მძიმე ბლოკებს ათრევს სართულებზე
ერთი შეხედვით რომ ვთქვათ, ქალსაც აქვს სრული უფლება რომ მშენებლობაზე იმუშაოს და ეს სავსებით სამართლიანიც იქნება
ეს პროფესია არ არის კანონდარღვევა არც მამაკაცისთვის არც ქალისთვის
მაგრამ მე გეკითხებით, როგორ გგონიათ, მშენებლობაზე სადაც დიდი სიმძიმეებია სათრევი სართულიდან სართულზე, ქალისთვის კარგი იქნება?
რა თქმა უნდა არ იქნება ქალისთვის კარგი. რატომ? იმიტომ რომ ეს დიდ ფიზიკურ ენერგიას მოითხოვს
მოკლედ რომ გითხრათ ეს პროფესია ქალისთვის ნებადართულია მაგრამ იდეაში ქალი ამაზე არ უნდა მუშაობდეს
იმიტომ რომ ქალი ნაზი არსებაა და ქალს რეალურად სულ სხვა დატვირთვა აქვს ცხოვრებაში.
იგი არის ნაზი და სათნო, იგი არის თოვლივით სპეტაკი და იმედის აპოლოგეტი, იგი არის ვნების, სიყვარულის და სექსის ულევი მარაგი
და უბრალოდ მზგავსი პროფესიებით, რომელიც მოითხოვს მამაკაცურ ენერგიას, ქალი კარგავს პირვანდელ და ჯანსაღ მდგომარეობას
და ქალი კარგავს რეალურად იმას რასაც ქვია
ქალად ყოფნა რომელი არის რეალურად ქალი?
ეს
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თუ ეს
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «