ეს ნახე აბა საინტერესოდ ჩანს
bususuxuna1. მთავარი წესი: დღის განმავლობაში უნდა დახარჯოთ იმაზე მეტი ენერგია, ვიდრე იღებთ მას საკვებიდან. მხოლოდ ამის მერე დაიწყებს ორგანიზმი გამოიყენოს ენერგიის წყაროდ თქვენი ცხიმის მარაგი და შეავსოს ეს დეფიციტი.
2. ცხიმის ლიპოლიზი (პროცესი როდესაც ორგანიზმი ცხიმს იყენებს ენერგიის წყაროდ) ხორციელდება ჟანგბადის გამოყენებით, ანუ ინტენსიური კარდიო დატვირთვის დროს.
3. კვება უნდა იყოს მაქსიმალურად დანაწევრებული, ანუ ხშირად და მცირე პორციებით. ეს აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, მეტაბოლიზმს.
4. თუ გინდათ ცხიმის დაწვა, თქვენ უნდა დიდხანს გეძინოთ. ძილის დროს გამოიყოფა ბევრი ანაბოლური ჰორმონები, რომლებიც ხელს უწყობენ ცხიმის წვას.
5. დიეტის დროს არ უნდა მიიღოთ სწრაფი ნახშირწყლები, რადგან ორგანიზმი მათ სწრაფად ითვისებს და შიმშილის გრძნობაც მალე დგება.
6. მიიღეთ ბევრი ბოსტნეული, ის შეიცავს უჯრედისს, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ვერ ითვისებს და მის გადამუშავებაზე ხარჯავს ენერგიას. ასევე მათი სწრაფ ნახშირწყლებთან შეთავსებით შეამცირებთ ამ უკანასკნელის გლიკემიურ ინდექსს.
7. ცილებისგან არ გასუქდებით. ორგანიზმი ვერ იყენებს ცილებს როგორც ენერგიის წყაროს, პირიქით, მათ გადამუშავებაზე ხარჯავს ენერგიას.
8. თქვენს რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ცხიმები. ისინი საჭიროა თქვენი ჰორმონალური სისტემისთვის. ხოლესტერინიც აუცილებელია თქვენი ორგანიზმისთვის, ამიტომ კვერცხი მიირთვით გულიანად.
9. ენერგიის ეფექტური ხარჯვისთვის თქვენ უნდა ავარჯიშოთ დიდი კუნთების ჯგუფები: ფეხები, ზურგი, მკერდი.
10. ცხიმისმწველები და სხვა სპორტული კვების დანამატები ეფექტურია მხოლოდ სწორ კვებასა და რეგულარულ ვარჯიშებთან შეთავსებით, რადგან ცხიმისმწველები თავისთავად ცხიმს არ წვავენ.
11. სვით ბევრი წყალი, რადგან როცა ხართ დიეტაზე იღებთ დიდი რაოდენობით ცილებს, რაც ზედმეტად ტვირთავს თირკმელებს. წყალი ეხმარება ორგანიზმს ცილების გადამუშავებისას მიღებული ნარჩენების გამოდევნაში. ასევე ის აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას თქვენს ორგანიზმში. აუცილებლად გამორიცხეთ სხვა ტკბილი სასმელები.
12. ეფექტური ცხიმის წვისთვის ვარჯიშზე მიდით ნაკლები გლიკოგენის მარაგით, ანუ ვარჯიშამდე მიიღეთ ნაკლები ნახშირწყალი. ამ შემთხვევაში ორგანიზმი იძულებული გახდება ენერგიის ხარჯვისას გამოიყენოს თქვენი ცხიმის მარაგები და არა გლიკოგენი.
ესეც საკმაოდ კაი სტატიაა. როგორ დავწვათ ცხიმი ძილისდროს
http://tidani.ge/?p=375 This post has been edited by -limited- on 21 Dec 2016, 13:14