გიწერ, ვიდრე ისევ ინათებდეს,
და გულს უცნაურად უხარია,
ღამეს მინათებენ გვირილები,
სადღაც, ახლომახლოს უფალია...
რომ მზის დავიბრუნოთ ამინდები,
ვიცით... თავიც უნდა გავიმეტოთ,
სხვების უგულობას ვაკვირდებით,
მხოლოდ უფალი გვყავს საიმედო...
მხოლოდ უფალი გვყავს გადამრჩენი,
სევდა ამ ქალაქის სამოსია,
უკვე დაივიწყეს სიყვარული,
ირგვლივ მარტოოდენ ქაოსია.
შენ კი მზისგულა და მზისთვალება,
სითბოს დაატარებ შესაბამისს,
დღეებს მიმზიანებს მოღრუბლულებს,
შენგან ნაჩუქარი სიყვარული
პირველთოვლისფერი გვირილების,
მე რომ გაზაფხულად შემიგრძვნია,
სხვებმა დაივიწყეს სიყვარული,
მე კი ძველებურად შემიძლია
იქცე მოულოდნელ სიხარულად,
მე დროს მარტოობად ვემატები,
და ჩემს საღამოებს ტკივილი აქვთ,
თვალებდახუჭული კელაპტრების...
თითქოს ოცნებები შემახსენე,
თითქოს ჩემს თვალებში ჩამახედე,
გიწერ, ვიდრე ისევ ინათებდეს,
ვიდრე ამ ღამესაც გავათევდე...
რომ გულს უყვარხარ და ეგულები,
და თან უცნაურად უხარია,
ღამეს მინათებენ გვირილები,
სადღაც, ახლომახლოს უფალია...
▬▬▬▬▬▬▬▬▬▬ஜ۩۞۩ஜ▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬
''ჩემს სიყვარულს გულიდან ვერასოდეს ამოიღებ, რადგან მე შენს თვალში ყველა იმ აღსრულებულ ცოდვათა წარმომადგენელი ვარ, რომელთა ჩასადენად შენ გამბედაობა არ გყოფნის.''
ოსკარ უალდი-,,დორიან გრეის პორტრეტი”
▬▬▬▬▬▬▬▬▬▬ஜ۩۞۩ஜ▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬
რაღაც ხასიათზე დღეს ვარ ირონიულ.
ისევ მენატრება შენი სიახლოვე.
მინდა ეს ფოთლები მოვურ-მივურიო,
ბოლოს მაინც ვინმე ერთად შეაგროვებს.
უფრო ცივი არის ახლა ამინდები,
კიდევ გაცივდება წლები მიყოლებით.
მინდა ახლა ისე თბილად მოგეფერო,
თითქოს მომავალ წელს აღარ გეყოლები.
თითქოს ბავშვი ვიყო ისე მეტირება.
იცი,
წუხელ ერთი ლექსი დაგიწერე.
არის უსარგებლო ყველა შეპირება,
მაგრამ ეს სიტყვები ჩემს თავს გაგიწევენ.
ახლა მგონი უკვე მივედ-მოვედები,
გახდა სისულელე ასი მილიარდი.
წამო,
შევიშალოთ,
როგორც პოეტები,
ვინც ამ ცხოვრებისგან ზურგით მიტრიალდნენ.
წამო,
თორემ ეს ცა ისე გაიბურა,
სხვა ცა აღარა ჩანს ჩვენი ფანჯრებიდან.
წამო,
გეხვეწები,
მინდა ძველებურად
სისხლი გადაგისხა ჩემი მაჯებიდან.
▬▬▬▬▬▬▬▬▬▬ஜ۩۞۩ஜ▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬
ისევ არეული დამაქვს ნაბიჯები
შარვალს ცარიელი ჯიბე გამოჩრია
ისე მომყვებიან ზურგში ნაბიჭვრები
ვხვდები, თუ დავეცი ყელსაც გამომჭრიან
მაგრამ არაფერი სხვა რა მედარდება
მაინც რანაირად ყოფნა დავიჩემე
დღეში თითო დარდი მაინც მემატება
ყელში ამოვიდა, ჰოდა დავიჯერე
რო ამ ცხოვრებაში თუა გადარჩენა ჩემთვის
მხოლოდ შენი თბილი თითებია
მხოლოდ მისმა თბილმა სუნთქვამ დამაჯერა
ჩემი თვალები რომ ისევ ინთებიან
ჰოდა მოდით ძმებო თავი დამანებეთ
თვქენი წიაღსვლები თქვენთვის დამითმია
მე კი მას მოვძებნი მთელი გამალებით
სულში ახლა ისევ ფეთქავს არითმია
რომ დროს მგონი ყველა რამსი აერია
ვეღარ დამეწევა უკან ბარეორი
ახლა ეს ცხოვრება ჩემთვის ჰაერია
მხოლოდ ნაბიჯი მაქვს ისევ, არეული
OFFTOPIC: This post has been edited by BUFFALOBILL on 13 May 2017, 19:44
უშუქობისას განათლებული, რაღაცნაირი მასტის როჟა...
▬▬▬▬▬▬▬♛▬▬▬▬▬▬▬▬▬♔▬▬▬▬▬▬▬▬▬
https://youtu.be/_DjE4gbIVZk
▬▬▬▬▬▬▬♛▬▬▬▬▬▬▬▬▬♔▬▬▬▬▬▬▬▬▬
მოიფიქრე, თქვი, გააკეთე!