ukrainkaარ ვაციტირებ მთლიანს
პირველ გვერდზევე
რამდენიმე მოვიპარე ფეისბუკ გვერდისთვის
პ.ს
მინდა წავიდე გადავიკარგო,
ეს უშენობა, ეშმამ დალახვროს...
გულს გიტოვებ და არ დამიკარგო,
უგულოდ, მაინც აღარ დამმარხო...
წავალ შორს, სადაც არ განიკითხავს
ვინმე, იარას, შენით აჩენილს
და გული ჩემი, თუ მომიკითხავს,
ნუ მოატყუებ, ძლივს გადარჩენილს.
გაუბედე და უთხარი ერთი,
გაუძლებს, ტკივილს ჩვეული, ვფიცავ!-
მარტოსულს გვერდში ყავს მხოლოდ ღმერთი,
იარად ქცეულს, ისიც ვერ იცავს,
რომ მზეც, ჭრილობებს წყლულებს უხეთქავს,
სული წუხილით ზეცას აკვრია...
უთხარი ჩემს გულს შენს მკერდში მფეთქავს,
ისევ იმედით გულს რომ ჩაგკვრია...
სუნთქვა მელევა... არ დაუმალო
ერთგულს, სნეულის ავი სიმწარე...
გულს მიმიხედე, ჩემო უფალო,
ამ გულით, ღმერთად მ ე შ ე ნ გიწამე!!!
სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,
ის დღე იყო იღვიძებდა გაზაფხული იაში.
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს უსათუთეს ლიანებს,
სიყვარული რიგდებოდა და მე დავაგვიანე.
რიგში იდგნენ ჭაბუკები თუმც უმეტეს ქალები,
შეჰყურებდნენ წიგნის თაროს მომღიმარი თვალებით.
სევდა მწვავდა თვალთა უპეს, სევდა გაურიყავი,
სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი.
რომ მეთხოვა იქნებ ვინმეს ჩემთვის რიგიც დაეთმო
რომელიმე ღვთისმადლიანს იქნებ მსხვერპლიც გაეღო.
მაგრამ სხვისი სიხარული ხელში როგორ ამეღო
სხვისი წილი სიყვარული სახლში როგორ წამეღო.
სიყვარული დამითმეო ვისთვის მეკადრებინა,
სხვისი წილი გრძნობა გულით როგორ მეტარებინა.
სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,
ის დღე იყო იღვიძებდა გაზაფხული იაში.
სევდა მწვავდა თვალთა უპეს სევდა გაურიყავი,
სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი.
და როდესაც მივეახლე კითხვიანი თვალებით,
სიყვარულით ხელში ლაჟვარდს შეუერთდნენ ქალები.
შერჩენოდა წიგნის თაროს ერთადერთი კრებული,
ციცქნა გოგოს ისიც მისთვის ჰქონდა გადადებული.
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს ულამაზეს ლიანებს,
სიყვარული რიგდებოდა და მე დავაგვიანე.
ავტორი: ჟუჟუნა შაინიძე
"თუ გიყვარს, რას უცდი შეჰკარი კამარა,
სიგიჟე გეწვია, ახარე სამყაროს.
მთის წვერზე შემოდექ, იყვირე, აბა რა!
რომ თავად განგებამ წყალობით გახაროს.
უყვარხარ? მეცხრე ცას შეეხე ხელებით,
წამი, რომ წამია, სიცოცხლედ გაწელე,
მინდვრები მოხატე შეშლილი ფერებით,
მზის სხივით ზეცაზე "მიყვარხარ" დაწერე.
თუ გიყვარს ტაძართან უბრად ნუ ჩაივლი,
მადლობდე, მუხლებზე დაუდექ ზეციერს,
ცრემლიან სავალსაც იოლად გაივლი
და ყოველ ალიონს ღიმილით ეწვიე.
გახსოვდეს, სიყვარულს სჭირდება იმედი,
იმ გზებით იარე, ტაძარში რომ მიყავს,
სითბო და ღიმილი არ კმარა მცირედი,
სამყაროს გაათბობ, ნამდვილად თუ გიყვარს.
თუ სატრფოს თვალებში მთელი ცა ეტევა,
და შენზე ჭორაობს ნუში და მზეწვია,
თუ მკერდში პატარა გული არ გეტევა,
მეცხრე ცას შეეხე სიგიჟე გეწვია.
– მე კი შენც მაინტერესებ და შენი სხეულიც, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ იმ ბიჭებს სხეულის გარდა შენში სხვა რამეც აინტერესებდეთ...
/კასი ყველაზე ლამაზი გოგო–ჩარლს ბუკოვსკი/
პ.პ.ს განწყობის შესაქმენლად
სურათიც და მელოდიაც
https://www.youtube.com/watch?v=65O8W6O4tJI
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
უშუქობისას განათლებული, რაღაცნაირი მასტის როჟა...
▬▬▬▬▬▬▬♛▬▬▬▬▬▬▬▬▬♔▬▬▬▬▬▬▬▬▬
https://youtu.be/_DjE4gbIVZk
▬▬▬▬▬▬▬♛▬▬▬▬▬▬▬▬▬♔▬▬▬▬▬▬▬▬▬
მოიფიქრე, თქვი, გააკეთე!