ეგოისტკაასაკი არაფერ შუაში არაა.
მოდი ესეთ რამე გკითხავ:
წარმოიდგინე სწავლობ სკოლაში, გყავს კლასელები. ერთ-ერთი შენი კლასელი ბიჭი შეყვარებული ხდები .
ძალიან მალე შორდები ამ ბიჭს იმ იმედით რო ეს ბიჭი მოვა და პატიებას გთხოვს, შენ ცოტას აწვალებ და მერე ისევ შეურიგდები, მაგრამ ეს ბიჭი არც პატიებას გთხოვს და რამდენიმე დღეში ახალ შეყვარებულს იჩენს , ამის შემდეგ აქეთ შენ თხოვ შერიგებას და ეს ბიჭი მაინც უარს გეუბნება. 
გამოჩნდა მეორე შენი კლასელი ბიჭი, რომელსაც მეტნაკლებად კარგი ურთიერთობა ქონდა შენს ყოფილ შეყვარებულთან.
ამ ბიჭმა ყველაფერი ქნა რო შენთვის თავი მოეწონებინა, ხან სად დაგპატიჟა, ხან სად , მარა შენ უარი უთხარი.
მერე მოდის გიხსნის სიყვარულს და შენ ეუბნები არას !
სხვა კლასელების თვალში ეს ბიჭი როგორ გამოჩნდება შენი აზრით? 

 ხომ არ იტყვიან აი ნახე ყოფილმა შეყვარებულმა, ჯერ ხო თავის გასაკეთებელი გააკეთა და შეაყვარა თავი გოგო, მერე დაშორდა, აქეთ ეს გოგო ეხვეწა და უარი უთხრა, სხვა გოგო გაიჩინა ძალიან მალე და მეორე კლასელი რომელმაც ვერაფერი ვერ ქნა.
პ.ს. ჩემს რეალობას რო დავუბრუნდეთ, მე იმის კი არ მეშნია რო არას მეტყვის ეს გოგო. არა იმ ყოფილსაც უთხრა და აწვალა და აჩალიჩა, იმ ბიჭმაც იჩალიჩა და საწადელს მიაღწია. მეც რო მითხრას არა, ვიჩალიჩებ და როგორც პურს რო წყალში ჩააგდებ და ლბება , შევეცდები ეგრე დავულბო გული და თუ ქვის გული ექნება ეგეთი გოგო არც მჭირდება 

 მარა რა არის იცი პრობლემა? პაზორი ზუსტად ეგ პერიოდი იქნება მიუხედავად იმისა შედეგი რა იქნება, აი ზუსტად ეგ ჩალიჩის პერიოდი. თან ისეთ გოგოსთან ყველასთან ყველაფერს რო ყვება.
ესაა პრობლემა და არა ის რო არასი მეშინია ან რავიცი გოგოსგან უარს როგორ მივიღებ და ა.შ.
ამას რა გაზრდა და დაღვინება ჭირდება არ მესმის, ეს არის რეალობა, გარემო, რომელიც შეიქმნა ჩემს გარშემო და მე ვერ შევცვლი. 
This post has been edited by KevinSpacey on 21 Dec 2016, 02:41