დავაკვირდი რა ჩემს 26 წლოვან ქუდოვან მეხსიერებას, აღმოვაჩინე, რომ მრავალი ქუდი მქონია და ყველანი "უნისექსი" ან რომლებიც გავდნენ მუზარადს, მეზღვაურის, პილოტის, პოლიციელის, ჯარისკაცის ქუდებს. ბოლოს კი, ვიყიდე რაღაც ყვავილიანი შლიაპა და როდესაც თავზე მეფარა, დისკომოფრტს განვიცდიდი და უაზროდ ვგრძნობდი თავს. ახლა მივხვდი რატომ - ის ხომ ჩემი სტილი არ ყოფილა!
ხოდა, ვაპირებ, ჩემს გარდერობში დავაბრუნო უნისექსი ქუდები. ასევე სპორტული შარვლები, კოჭებთან ვიწრო, დაბალ წელზე, რომელიც კვეთს თეძოებს და ამავდროულად ფეხების ფორმაც ჩანს მათში. ეს სტილი ბრიჯადაც შეგიძლია ატარო, სწორ და წვრილ წვივებზეა ზედგამოჭრილი. ეგენიც მასიურად მეცვა და მიხდებოდა, მაგრამ რატომღაც მე თვითონ, მთლიან გარდერობში შემოვიტანე ზემდეტად მოტკეცილი ან ცალსახად კლასიკური შარვლები. ძველები კი, გავაჩუქე, გადავყარე. ჰოდა, უნდა შემოვიტანო ისევ რა, ჩემი ხასიათის გამომხატველი ყოფილან. კეტებიც არ მცმია 6-7 წელია, ეგენიც უნდა შევიტანო კარგად დავიწყებულ ძველ ანუ სრულიად ახალ გარდერობში.
ყველაზე სექსუალურად თავს ვგრძნობდი ეგეთ შარვალში, კეტებში და უხეშ ქუდში. ოღონდ, ერთ წესს ვიცავდი, არ უნდა ყოფილიყო ზედმეტად სპრტული, კლასიკური იერი და ქალური დეტალი აუცილებლად უნდა ჰქონდათ, ამ ეფექტს ქმნიდა მატერია, სტრუქტურა. თანაც ჩემი ხელით შექმნილ დეტალსაც ვამატებდი აუცილებად. ძაან რეზინები, ჭრელა-ჭრულა, წელვადი და სპორტული თემა ყოველდღიურად არასდროს მომწონდა. არ აქვს პეწი, არ განმაწყობს საინტერესო ტალღაზე.
სულ პირველად, რაღაც ამ ორი ქუდის ნაზავი ქუდი მქონდა, საკუთარი დიზაინით გაწყობილი, რომელიც ჩემმა შეყვარებულმა დაშორებამდე "ამახია",
შემდეგ აშუშუშიც წაათრია და იქაც ეფხატა. მე კი აქ ცოფებს ვყრიდი, რადგან უკვე დაშორებული ვიყავი და ნერვებს მიშლიდა,
რომ ჩემი საყვარელი ქუდი, ჩემივე შექმნილი დიზაინით და დახარჯული რესურსით მის რეგვენ თავზე იდო!


აი, რა მიმზიდველი თემატიკაა, ძაან მევასება. მოდის ენაზე millitary რქმევია ----->
https://www.pinterest.com/carmilla14/milita...oshoot/?lp=trueხოდა, ქუდების თემატიკას დავუბრუნდები. სადღაც წავიკითხე ეს პატარა ამბავი --> იყო ერთი ქალი, რომელსაც სასწაულად მოსწონდა ერთი ქუდი. თვეები აგროვა ფული მის საყიდლად, როგორც იქნა მოვიდა ეს დღეს, შევიდა, მოიზომა ქუდი, გადაიხადა ფული და მოდის სახლში გახარებული, გაბრწყინებული. მას ხომ თავზე ნამდვილი საგანძური ადგას და აბა, როგორ?! მთელი ქუჩა მას მისჩერებია, დიდიან-პატარიანად აღფრთოვანებული უყურებს, უღიმის. ისიც გაბადრული მიაბიჯებს სახლში შენაძენით, კმაყოფიელბით აღსავსე. შედის სახლში, იხედება სარკეში და ....ვაიიი, ქუდი მაღაზიაში არ დარჩენიაა?! და მთელი გზა თავშიშველს არ უვლიაა?!

ისტორიის მორალს დაწერა აღარ უნდა, ისედაც ნათელია ეს ყბადაღებული ჭეშმარიტება. თან, ალბათ, ყველა ჩვენგანს გამოგვიცდია ასეთი რამეები.
ხოლო, თავად "ჯადოსნური ქუდის" ისტორიას კი, დიტა ვონ ტიზი დაამშვენებდა, როგორც ამ წითელ ქუდს თუ რაღაც ფარშევანგობას ამშვენებს.
ე.ი. ამშვენებს დიტა ქუდს და არა ქუდი - დიტას, ეს მეტად საგულისხმო ფაქტი ზოგისთვის სასიხარულოა, ზოგისთვის კი უბრალოდ - განაჩენი.
This post has been edited by Estrella on 9 Apr 2017, 23:46