დეკემბერის შვა რიცხვები იყო,თბილიში ძალიან ციოდა...ასეთი სიცივე კარგა ხანი არ უნახავს ქალაქის მცხოვრებლებს.
ვაკის პარკი თითქმის ცარიელი იყო. ხეებს ქარი უმოწყალოთ აქანავებდა ,თითქოს ძირ ფესვიანათ ამოგლეჯვას უპირებდა.
ერთი შეხედვით ვაკის პარკში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო,მაგრამ ერთ პატარა სკამზე იჯდა ლამაზი გოგო! რომელსაც თვალები ცრემლით-
ჰქონდა ლამის სავსე. მისი მხიარული გამოხედვა და ამაყი მზერა წარსულში დარჩა ის სულ სხვა ადამიანი იყო.
საკუთარ თავს თვითონაც ვერ სცნობდა. მას ყოველთვის ეგონა ,რომ პატარა სახლი ექნებოდა სადმე მყუდრო ადგილას და იქ გაზრდიდა თავის შვილებს.
რომლებსაც არაფერს მოაკლებდა და დილას თავის მეუღლეს დახვედრებდა,თავისი გემრიელი რეცეპტებით მომზადებულ კერძებს.
დასძლევდა თავის ყველაზე დიდ სენს (სიზარმაცეს ) და იქნებოდა სწორეთ ისეთი მოსიყვარულე დედა,როგორიც მისი დედიკო და არ დაემგავნებოდა-
ზოგიერთ მის დაქალს,თავის მეუღლესაც არაფერს მოაკლებდა...არც საწოლში და არც ისე. მაგრამ ეს გოგო უკვე აღარ ოცნებობდა...მას მწარე რელობისთვის-
უწევდა თვალის გასწორება,ის აღარ იყო ბავშვი და არც ის გოგო ,რომელსაც ვერძების იღბლიანობის სჯეროდა.
მისი თვალები ვიღაცას ელოდა,იმას ელოდა ვის გამოც მზათ იყო მთელი ცხოვრებაც კი,ლოდინში გაეტარებინა,მაგრამ გულის სიღმეში იცოდა,რომ ის აღარ მოვიდოდა,რათგან სამუდამოთ-
დასტოვა. იქვე გოგოს გვერდით იყო კიდევ ერთი სულიერი არსება,რომელიც ელოდა იმას. ისიც ელოდებოდა თავის პატრონს ,რომელიც ალკოჰოლის სუნით აყროლებული მოვარდებოდა და ერთ ადგილას-
უთავაზებდა. იმას ელოდა ვინც ზოგჯერ ხელს გადუსმევდა და მორიგ სულელურ სიმღერას წაიღიღინებდა. ეს სულიერი არსება ერთი გაბურძგნული კატა იყო და ამ გოგოს და კატას ერთი დიდი საერთო რამ აკავშირებდათ-
ორივე ელოდენ იმას,რომელიც წავიდა იქ საიდანაც არ ბრუნდებიან. გოგოს სახსოვრათ დარჩა წიგნი რომელიც ხელში ეჭირა, სადაც დიდი ასოებით ეწერა სალომეს სახსოვრათ ბესტისგან და ასევე ყველაზე დიდი საჩუქარი-
რომელიც გოგოს მუცელში იყო. სწორეთ ეს საჩუქარი აიძულებდა ,რომ ცხოვრება გაეგრძელებინა და დარჩენილიყო აქ. იმასან შეხვედრის სურვილი დიდი იყო ,მაგრამ ეს პატარა სიცოცლხე,რომელიც იმსგან დარჩა
აქ ტოვებდა გოგოს. ასე ელოდებოდენ ,ორი არსება იმას ვინც არასდროს დაბრუნდება,მაგრამ იმხელა რამე დატოვა...რასაც ვერაფერი წაშლის...დროც კი უძლურია.
s@likun@