datunia93ეს არგუმენტი მისაღები იქნებოდა შედარება რომ გეცადა

არამგონია კაცს საშუალება ჰქონოდა და ზემდგომი ქალი გაემაზა

ეს ერთი.
არც უმეტესობაში მეგულება გულმაგარი და კარგი ფიზიკური მომაცემების ერთობლიობა. მგონი ეგეთი ვინც იყო დავკარგეთ 2008 ში. დანარჩენებიდან უმეტესობა ჩემი თვალით ვნახე როგორი გულმაგარი და ფიზიკურად მომზადებულიც იყო.
მიუხედავად იმისა რომ ჯარში არ ვარ ნამყოფი ბარე ორი მამრობითი სქესის წარმომადგენელივით არ ვიდექი საზღვარზე გასაქცევად მომზადებული და არც ვაპირებდი გაქცევას, მაშინ.
იცი რა ტეხავს? საუკუნეების მანძილზე ისტორიული ფაქტები ,მიუხედავად იმისა რომ არ ითვლებოდა საჭიროდ მაინც ფიქსირდება, რომ ქრთველი ქალი მეტი თუ არა ნაკლები არ იყო არც გულით არც პატრიოტიზმის გრძნობით , მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ქალების ზურგზე და კისერზე აქვს გადავლილი ბევრ რამეს და ახლა და ახლაღა მოიშალა აკვნიდან ხმლით და იავნანით ჩვილების გაზრდა , მაინც დედები გასწავლით იმას რაც იცით, დედები გზრდით პარიოტებად, გულადებად, ძლიერებად და თქვენ უკან ბრუნდებით და ვერ ხედავთ. ვერ ამჩნევთ მათ წვლილს, ვერ ხდებით რომ ნებიამიერი ქალისკენ ხელის გაშვერით მათკენ იშვერთ ხელს.
ახლა რატომ ვწერე ამდენი. ჩემი შვილი რომ გაიზრდება მსგავსი დამოკიდევულება და სექსიზმი რომ შევამჩნიო ჩავთვლი რომ ვუღალატე ჩემ ერს. ქართველი ქალი არასოდეს, არცერთ საუკუნეში არ ყოფილა ასე დაკნინებული როგორც ახლაა. ყოველთვის მოწიწებით ხვდებოდნენ სწორედ იმ ღვაწლის გამო რომ სამშობლოს უზრდიდა ვაჟკაცებს.
ახლა ვისაც უზრდის ისევ ისინი იკერებენ იარლიყებს რომ თურმე ოდითგანვე ასე იყო...
დედა დედოფალი რომ ჩაუვლიდა მეფე ხრიდა თავს... აბა ოდითგანვე? თქვენზე მორგებული ისტორია იოლი საღლიცინოა ხო?
This post has been edited by suntqvа on 31 Jan 2017, 11:05