ბიჭით/გოგოთი, ზოგადად ადამიანით - ასე უკეთესი იქნებოდა შეკითხვა.
ის, რომ ამ სამყაროში არსებობს ფულზე სასურველი, მიმზიდველი და ღირებული ფასეულობები, პრიორიტეტები - მიიჩნევა სასაცილოდ და ამაზე
სიცილიც კარგი ტონია. ვისაც ამაზე ეცინება - დაე, იცინოს რამდენიც უნდა, თავისი ნებაა, მივესალმები.
ისიც რეალობა და სინამდვილეა, რომ ცხოვრებაში ადამიანების უდიდესი ნაწილი სხვა ადამიანში ინტერესდება ფულით, სტატუსით, ზოგიც
გარეგნული სილამაზით. ვის რა აცვია, რით დადის, ვის რამდენი აქვს, ვინ სად და ვისთან იჩითება - ეს განსაზღვრავს ადამიანის "კაი ტიპობას" შემდეგ
ამ ყველაფერს ნიღბავს სიყვარულით, მეგობრობით, ღვიძლებით გადაბმით და ა.შ.
აი, ამ ადამიანებში მე მათი უფრო მესმის, ვინც სიდუხჭირეში გაიზარდა, სიდუხჭირეში ცხოვრობს და ამის გამო აქვს მსგავსი პრიორიტეტები. ვიდრე მათი,
ვისაც არასოდეს არაფერი აკლდა, არც ახლა აკლია. ყველა პირობა აქვს და მაინც - სხვა ადამიანში წამყვან ფასეულობად ხედავს ფულს, სტატუსს.
უფრო ზუსტად, ორივესი მესმის. უბრალოდ, სასაცილოა და ცოტათი ალოგიკური. თუმცა არც ალოგიკური არაა, რადგან ბუნებრივია - სიხარბის ბუნებაა ერთგვარი.
ის, ვინც ყიდის თავის სილამაზეს და ის, ვინც ყიდულობს სილამაზეს, ორივემ უსიტყვოდ იციან ეს და აუცილებლად გამოაჩენს თავს თანაცხოვრებისას.

წარმოიდგინე, შენ გაქვს ფული, ე.ი. ძალაუფლება და ხედავ, რომ მოგეყიდა ქალი, რაღაც მომენტში ხომ შეგზარდება ეს ადამიანი და ამ ზიზღის გამო
მოგინდება მოექცე ნივთვივით და ატარო შენს ხუშტურებზე? მას ალბათ პატივსაც არ სცემ და სავარაუდოდ, არც ურთგულებ, რადგან მის გარდა კიდევ
ბევრი ქალია, შენს ფულზე რომ მენტალური ორგაზმი ეწყება და ისინიც ხომ უნდა დააკმაყოფილო ეს ფულზე ბუზივით დასეული კატეგორია?!
ხოლო ქალი, რომელიც შენს სილამაზეს ადებ ფასს და ყიდი მას, ნივთდები - შესაბამისად, შენ ქმნი იმ შენს რეალობას, რაშიც თავს ამოყოფ ადრე ან გვიან.
შემდეგ, გარედან ფულით ნაყიდი სიკეთეებით იბრწყინებ, მაგრამ როგორც ადამიანი, როგორც ქალი - მუდამ გაბითურებული იქნები. ფაქტიურად, არ იქნები.
ხოდა, ამით რა?
არაფერი. უბრალოდ ოდნავ სასაცილო დასაწერი იყო ეს ყოვლად ბანალური, ბუნებრივი და ადამიანური სინამდვილე. საბოლოოდ კი სევდიანია მაინც, ეგეც ადამიანურად სევდიანი.
პ.ს. თემის გვერდები ახლა წავიკითხე და საიდან სად წასულა, თან რა ხმაურიანად.
აქ უკეთ იგრძნობს თავს, ვიდრე ქ/მ-ში ---->
ბიზნესი და ეკონომიკა
This post has been edited by Estrella on 13 Feb 2017, 22:39