ზოგადად ადამიანი როგორც ფიზიკური არსება არაფერია, პარტნიორის ღალატი მიუღებელია იმიტომ რომ ეგოისტობის და საკუთრების განცდას იწვევს და ვასოცირებთ ღალატთან,
ზოგადად სექსიც კი მხოლოდ გამრავლებისთვის და სულის დედამიწაზე შემოღწევის საშუალებაა და პირველადი მისია დანიშნულება ეგ აკისრია.
სასიამოვნო რომ არის ეს გვაიძულებს რომ დავკავდეთ,
სექსი განცდით ყურის ფხანვას რომ ჰგავდეს, არც კი დავკავდებოდით მაგრამ იმდენად სუსტი არსებები ვართ ადამიანები რომ ბერკეტია სიამოვნება და იძულებაა სხეულისთვის,
დაპროგრამებული ხარ და იცი რომ ეს სასიამოვნოა და გინდა და სასიამოვნო იმისთვისაა რომ შედეგი მოხდეს ბავშვის სახით და სულმა შემოაღწიოს დედამიწაზე.
ადამიანის როგორც ფიზიკური არსების ყველა დამოკიდებულება, სითხის საკვების თუ სურვილის სახით, ყველაფერი არის არაფერი. მხოლოდ წყალი და პურია საჭირო რომ არ მოკვდეს ფიზიკური სხეული და თავისი მისია შეასრულოს, სხვა ყველაფერი სიამოვნებაა, სიამოვნება კი დამოკიდებულება, დამოკიდებულება კი სისუსტე.
რეალურად ჩვენ ვართ სულიერი არსებები და ჩვენი სხეულები სულისთვის არის ტანსაცმელი და ის გვიყენებს.
როგორც ცოტახანში გავიხდი ეხლა ამ ხალათს და მოვიშორებ, ანალოგიურად სულიც მოიშორებს ამ სხეულს ცოტახანში.
ვმსჯელობთ ხალათები და ვადგენთ მიუღებელს თუ მისაღებს, ეგოისტობიდან კომპლექსებიდან უცოდინრობიდან და ამ ყველაფრიდან გამომდინარე სისუსტიდან, თითქოს რამეს წარმოვადგენდეთ.
თავისუფლება ყველაფრისგან თავისუფლებაა, როგორც ბუდამ შეძლო ყველაფერი მიწიერისგან განთავისუფლება, სხეულის არ მოკვდომის საშუალებებზე უარის თქმითაც კი და საბოლოოდ დატოვა დედამიწა, ანალოგიურად ყველა ჩვენთაგანში ზის ბუდას მსგავსი თავისუფლების მიღწევის უნარი.
უბრალოდ ჩვენ გვიძინავს და დაკავებულები, დაინტერესებულები, დამოკიდებულები ვართ დედამიწაზე არსებულ გარშემო მოცემულობაზე და კაცმა არიცის როდის განვთავისუფლდებით საკუთარი სურვილებისგან რომ განვთავისუფლდეთ დედამიწისგან.
პ.ს. თქვა ეს ბრუნცხუკელამ და საოცნებო მანქანის ფულის შეგროვება განაგრძნო, ნუ მანამდე თავისთავად მუშაობა განაგრძო, ნუ მანამდე თავისთავად ხო უნდა ესწავლა, ნუ მანამდე ხო უნდა გაზრდილიყო, ნუ მანამდე ხო უნდა დაბადებულიყო, ნუ მანამდე მის მშობლებს ხო უნდა ეჟიმავათ, ნუ მანამდე სექსის როგორც სასიამოვნო პროცესის სურვილი ხო უნდა გასჩენოდათ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ჯეიმსაში არ აგერიოთ, მისი ტყუპისცალი ძმა ვარ