მიუხედავად იმისა, რომ ფილმების გავლენით ცემა-ტყება რაღაც რომანტიული მგონია, მაგ: "გრინ სთრითელი ხულიგნები", რეალობაში, რამდენჯერად
მოვსწრებივარ ქუჩაში ჩხუბს, ძალიან განვიცადე და საკმაოდ უსიამოვნო, აუტანელი გრძნობაა, როდესაც ხედავ ვიღაც როგორ გამეტებით ურტყამს
მეორეს და ამაზე იდიოტობა კიდევ ისაა, რომ მათ ირგვლივ დალაყუნობენ კაცების კარიკატურები და არავინ ერევა მათ საქმეში. ძაან სირაქლემობაა.
ერთხელ მეც ჩავერიე, ჩემდაუნებურად, რადგან ჩემი ოჯახის წევრები ერვინენ, ესე 4 კაცი და შემეშინდა არ მოეკლათ დანით ან რამე ბლაგვი საგნით.
ყველა კარგად იყო, მეც არხეინად ვზაგრაობდი, როომ, უეცრად ატყდა გნიასი და ორი ჯგუფი მოგროვდა, დაიწყეს მოფარებულისკენ სვლა. მე, ვერ გავიგე
ისე, წამოვხტი და გავეშურე მათკენ, მინდოდა ჩემი კაცები მომეგროვებინა და გამომეყვანა იქედან. ამ დროს ჩემებიდან ერთ-ერთმა, ხელი ჩამავლო
მხარში და წამაბუნძულა იქ, სადაც ვიწექი და ვზაგრაობდი, დაეტიე აქ და არ გაინძრეო ძალიან უხეშად მითხრა, რის გამოც გულში კაი ხანი ვერ
ვიტანდი და მინდოდა სამაგიერო გადამეხადა მასეთი სითავხედისთვის.
მერე, ეს ჯგუფი, მცირე ცემა-ტყეპის შემდეგ დაიშალა, ჩვენიანები მოვიდნენ, უაზროდ იცინოდნენ და ჩემი ძმის სიფათს ამოწმებდნენ, რომელსაც
ნიკაპში ამოსდეს მუშტი, უაზროდ გაბადრული სახით იდგა და თვალებიც წაუელმებდა. ამაზე ძალიან გავბრაზდი, თავი ძლიერ სპორტსმენად
მოქონდა და ჩემს თვალში დაკნინდა, რომ ასეთი ჩეპე მოუვიდა. თუმცა, მერე ვაპატიე, რადგან ვინც მოარტყა მასზე 10 წლით უფროსი, მძლეოსანი
მუტრუკი ყოფილა და რა თქმა უნდა, მოერეოდა ქუჩურ ჩხუბში გამოუცდელ, უწვერულ ჭაბუკს.მაგრამ საყვედური მაინც ვუთხარი და მოვუწოდე
გაძლიერებისკენ. მომდევნო დღეს ვკითხე რაზე იჩხუბეს და პასუხიც კი არ მაღირსეს, ალბათ, თვითონაც არ იცოდნენ.



პ.ს. ცოტა ხანში ისევ შეხვდა ერთმანეთს ეს ორი ჯგუფი, სადღაც წაეთრნენ, ლუდით და ხინკლით გამოსკდნენ შერიგების ნიშნად.
მართლა ვერ არიან თავის მატორზე ეს ბაბუინისებრთა ჯიშის წარმომადგენელი კაცოპოტამები.