სრული და მრგვლოვანი ფორმები დიდად იყო დაფასებული ძველ დროში.
სიმრგვალე აღნიშნავდა სიმდიდრეს, ნაყოფიერებას, სიცოცხლესა და სიჯანსაღეს.
დააკვირდით ოდინდელ ქალღმერთთა ქანდაკებებს, შეხედეთ რენესანსის ეპოქის ნახატებს, შეხედეთ რუბენსს!
და თქვენს ანბანშიაც ხომ მრგვალი ფორმები სჭარბობს?

ბოლო-ბოლო თვით დედამიწა გახლავთ მრგვალი. მრგვალი და წრიულია თავად დროც

"როგორ გამშვენდნენ შენი ფეხები შენს ხამლებში: ზეპურო ასულო! თეძოთა
სიმრგვალე მანიაკს გიგავს, შექმნილს ხელოვანის ხელით." - ძველი აღთქმა, ქება, 7:2.
ან თუ გნებავთ, შექსპირი იყოს:
"My beauty as the spring doth yearly grow,
My flesh is soft and plump, my marrow burning" - Venus and Adonis.
ვგონებ, ესენი როგორღაც ფორუმელ ესთეტებზე ოდნავ უკეთ ერკვეოდნენ მშვენიერების საკითხებში

ამიტომ გული არ გაიტეხოთ
This post has been edited by Alfred_Albion on 6 Apr 2017, 02:51