სნეგირი1
Crazy Member

    
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4590
წევრი No.: 201390
რეგისტრ.: 22-April 15
|
#50663793 · 30 May 2017, 14:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბოლო გვერდებია ძალიან საკამათო და მეტ-ნაკლებად ინტიმურ თემას გადაუარა მსჯელობის ტალღამ და შესაბამისად, გადავწყვიტე ჩემი ხუთთეთრიანიც ჩავაგდო ამ ზემოთ-ქვემოთ მოძრავი ქაოსური აზრების ფასიან ლიფტში. მიუხედავად იმისა, რომ ვეცდები ამ თემას რაც შეიძლება მოკლედ შევეხო, პოსტი სავარაუდოდ, საშუალოსტატისტიკური იუზერის გაწვალებული ნებისყოფისთვის რთულად დასაძლევი, ზოგიერთ შემთხვევაში კი, გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდეს, მხოლოდ და მხოლოდ მისი ზომის გამო. ჰო, ჰო ზომის და არა რაიმე ინტელექტუალური თუ სხვა "მოდი დავატოლოთ" მონაცემებისა თუ თვისებების, რადაგან ცხოვრების სტარტის ხაზზე არავინ არავისზე ჭკვიანი არ არის, განსხვავება მხოლოდ იმაშია, შემდგომ ვინ რამდენის მისაღებად აღმოჩნდება მზად. ჰო და მეც იმედს ვიტოვებ, რომ მისი ზომა სწორედ ერთგვარ ფილტრადაც იქცევა, რათა საწყისშივე "გონებაგახსნილებიჩაკეტილები" ტყუილად არ მოვაცდინოთ.
დავიწყოთ იმით, რომ დავუსვათ ჩვენს თავს ერთი ძალიან საინტერესო და ამავდროულად მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც ავტომატურად სხვა უამრავი, აგრეთვე მნიშვნელოვანი კითხვა მოჰყვება. მაშ ასე, ვის ინტერესებშია ჩვენი ჯანმრთელად და ბედნიერად ცხოვრება? რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი საყვარელი ადამიანის, ნათესავების და მეგობრების გრძელი სია წარმოგვიდგება და თუ ეს ასეა, შეიძლება ითქვას მოსალოცად გაქვთ საქმე. დიახ, დიახ მოსალოცად, რადგან ვიღაცის სია საერთოდ ნულოვანია და თუ თქვენ მეტის იმედი გქონდათ, მინდა გაგაწბილოთ - ეს ასე არ არის. უფრო მეტიც, თქვენი კარგად ყოფნა სხვის ინტერესებთან კონფლიქტშია და აქ არ მაქვს საუბარი ისეთ ხურდებზე, როგორიც კეთილმოშურნე მეზობელი, კონკურენტი კოლეგა ან თქვენი ყოფილია. მათი თქვენზე გავლენის სფერო ძალიან მცირეა იმ მასშტაბებთან შედარებით, რასაც ამ პოსტში შევეხებით. ჩვენი საუბარი მილიონებზე და მილიარდებზე იქნება. ალბათ ხვდებით უკვე საითაც მიმყავს. დიახ, სახელმწიფოს მთავრობებზე და მათზე ვინც ამ მთავრობებს რეალურად მართავს და არა უკმაყოფილო ხალხის საძიძგნად შემოგდებულ მარიონეტებზე. უფრო კონკრეტულად კი საერთაშორისო კორპორაციებზე და მათი საკონტროლო პაკეტების მფლობელებზე. აი, რეალურად ვის მიჰყავს მსოფლიო აღლუმი და ვინ მართავს ჩვენს გონებას და ქცევას. ჰაჰ, უკვე მესმის თქვენს ტვინში ჯერ კიდევ ცოცხალი ნეირონული ქსელებიდან წამოსული იმპულსური პროტესტი, რომ თქვენ თვითმყოფადები ხართ და არავინ გმართავთ, რომ თქვენი სურვილები თქვენი და მხოლოდ თქვენია, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ ეს თქვენ ოცნებობთ iPhone-ის ბოლო მოდელზე, როგორც კი თქვენს ხელთ არსებულს ბოლოს სტატუსი უქრება, თქვენ გჭირდებათ სამასოცდაცამეტი ცხენის ძალა თქვენს პიპიაში, რათა თქვენმა ჭუჭუამ თავი ამაყად იგრძნოს, ეს თქვენ კითხულობთ უამრავ სტატიებს სილამაზის სტანდარტების ბოლო ტენდენციებზე, რათა არ ჩამორჩეთ ისეთ მასობრივ ისტერიას, როგორიც მოდაა და ამ სიის გაგრძელებას აზრი არ აქვს, რადგან ის უსასრულოდ დიდი და ყოველდღიურია, შეიძლება ითქვას ყოველსაათობრივი და ყოველწუთიერიც კი.
ძალიან ბევრი იწერება თავისუფლებაზე. ბევრი თავისუფლადაც კი თვლის თავს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ იდეალური მონა, არა და ვინჩის ლიზაა, არამედ ის, ვინც ვერც არცნობიერებს რომ მონაა. სამწუხაროდ, ჩვენს თანამედროვეობაში, იმავე მონათმფლობელური ეპოქისგან განსხვავებით, სწორედ ასეთი ტიპის მონობაა გავრცელებული. ჩვენ ვართ მონები სურვილებისა და სტერეოტიპების, რომლებიც ჩვენი სულაც არ არის და იმდენად ერთგულად ვემსახურებით მათ, რომ მზად ვართ, არათუ ვიკამათოთ მათ დასაცავად, არამედ მოვკლათ კიდეც! და თუ თქვენ ამაში ეჭვი გეპარებათ, ნებისმიერ საღამოს ჩართეთ ნებისმიერი საინფორმაციო გამოშვება და თუ შეეცდებით 20-25 წუთი მაინც გაცნობიერებულად მოუსმინოთ, სულ მალე დარწმუნებით ამაში. მოკლედ, ჩვენ ვცხოვრობთ ილუზიების ეპოქაში, სადაც თავი მეტ-ნაკლებად ინფორმირებული გვგონია და ეს მართლაც ასეა. სამწუხარო ფაქტი მხოლოდ იმაშია, რომ ეს ინფორმაცია მეტწილად სიცრუისგან შედგება, თან იმდენად შოკისმომგვრელი და პირდაპირი, რომ ამის დაჯერებაც კი გვიჭირს და ეს "გვიჭირს" მით უფრო ძლიერია, რაც მეტ ხანს გვჯეროდა ამ სიცრუის. ზოგადად, ადამიანს აქვს თვისება მით მეტად უერთგულოს ვინმეს ან რამეს, რაც მეტი დრო და ენერგია შეალია მას. იქნება ეს ინფორმაცია, საგანი თუ ადამიანი, მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომაც არის, რომ დედას ხეიბარი შვილი ყოველთვის უფრო მეტად უყვარს, ვიდრე ჯანმრთელი. რა თქმა უნდა, ბოლო წინადადებაში ჯანმრთელი პირობითად ვიგულისხმე. რატომ? მოგახსენებთ...
მეც, თქვენსავით, დიდი ხნის განმავლობაში ექიმების ხუმრობა: "არ არსებობს ჯანმრთელი ადამიანი, არსებობს მხოლოდ გამოუკვლევი", მართლაც ხუმრობა მეგონა და მხოლოდ ბოლო ხანს აღმოვაჩინე, რომ ამ ხუმრობაში ხუმრობის მხოლოდ ნაწილია, რეალურად კი, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე რეალისტური ხუმრობაა, რაც კი ვერბალურად დასეირნობს ამქვეყნად. დიახ, მეგობრებო, თქვენ არ ხართ ჯანმრთელები და არ აქვს მნიშვნელობა, გრძნობთ თუ არა ამას ახლა, რადგან ორგანიზმის შიდა პროცესები რიგ შემთხვევებში გარკვეულ დრომდე გარეგნულ ასახვას არ ჰპოვებს, მაგრამ ასეც რომ იყოს, ჩვენ ხომ მათ დიდ ყურადღებას მაინც არ ვაქცევთ და იცით რატომ? იმიტომ, რომ ნორმა გვგონია და იმიტომ გვგონია, რომ ასე დაგვაჯერეს. ჭარბი წონა, გამონაყარი, არასასიამოვნო ოფლის სუნი, ტკივილები კრიტიკულ დღეებში და სხვა მრავალი ვითომ ბუნებრივი პროცესები, სულაც არ არის ბუნებრივი. ჩვენ კი მათ, მხოლოდ ექსტრემალური რაოდენობის შემთხვევაში ვთვლით დარღვევად. +3 კგ? - სასაცილოა! ზურგზე ხუთი თავამოყოფილი "პრიშიკი"? მთავარია გამოსაჩენ ადგილას არ ამოვიდეს. ბევრი ვირბინე და ვყარვარ? - დეოდორანტი გადამარჩენს! ჩვენ, როგორც თანამედროვე მედიცინა, სიმპტომების ჩახშობაზე ორიენტირებულები გავხდით და არა რეალური მიზეზების გამოკვლევა-აღმოფხვრაზე.
თანამედროვე მედიცინა, ეს არის უდიდესი და დაუნდობელი ბიზნესი, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობით ვაჭრობს. დავუბრუნდეთ ჩვენს უმთავრეს კითხვას და დავსვათ ის მედიცინის კონტექსტში. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ჯანდაცვის ამ უაზარმაზარი მონსტრის ინტერესებში თქვენი ჯანმრთელობა? და მუდმივი ჯანმრთელობა? წარმოიდგინეთ, რომ მეცნიერული განვითარების პროგრესმა ისეთ სიმაღლეებს მიაღწია, რომ გამოიგონეს წამალი, რომლის მიღების შემდგომ მთელი ცხოვრება ჯანმრთელობის მხრივ არაფერი შეგაწუხებთ და უბრალოდ ერთ დღესაც ღრმა მოხუცებულობაში ძილში გაიპარებით. როგორ ფიქრობთ, სამედიცინო და ფარმაცევტული კორპორაციების ინტერესებში შეიძლება იყოს ასეთი წამლის არსებობა? პასუხს ალბათ ყველა მიხვდა, მაგრამ საინტერესოა და მართლაც, რამდენად რეალურია ასეთი წამლის არსებობა? აქვე გეტყვით რომ რეალურია, ოღონდ არა წამლის სახით.
ყველაფერი იმაზე მეტად ჩახლართულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. რა თქმა უნდა, კაპიტალიზმი გვაძლევს საშუალებას შევქმნათ და დავაგროვოთ კაპიტალი, მაგრამ ყოველთვის არსებობს ზღვარი, რომლის იქეთ თქვენ ვერ გაიზრდებით სხვისი ინტერესების შელახვის გარეშე, ეს ინტერესები კი, კონკრეტულ მასშტაბებზე სხვების სიცოცხლეზე გადის, მაგრამ აქ უკვე ისეთ მასშტაბებს ვეხებით, სადაც ფინანსები, უკვე კარგა ხანია არ წარმოადგენს მოტივიაციის წყაროს. აქ მთავარი მოტივატორი ძალაუფლებაა და მერწმუნეთ, რომ ეს მოტივატორი ყველაფერს გაგაკეთებინებთ, რასაც აქამდე არაფრის დიდებით არ დაიჯერებდით და ამის დამადასტურებელი ბევრი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტიც კი არსებობს. ამას იმიტომ ვწერ, რომ იოტისოდენა ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ მასშტაბებზე, რომელზეც ახლა ვსაუბრობ, არათუ ცალკეული ადამიანის, არამედ მასების სიცოცხლეს გროშის ფასიც კი არ აქვს, თუ ის კონკრეტულ ინტერესებთან კონფლიქტშია. შესაბამისად, ამ ინტერესების გატარება ნებისმიერი საშუალებებითა და მასშტაბებით ხდება, თანაც ყოველდღიურად. ასე, რომ კითხვა "ვის შეიძლება სჭირდებოდეს ეს" შეგიძლიათ თამამად უახლოეს ნაგვის ყუთში მოისროლოთ.
მიუხედავად მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესისა მედიცინაში და ზოგადად, ჯანმრეთლობის მხრივ, კაცობრიობა უფრო ღრმა ტრაკშია, ვიდრე უწინ. თქვენ შემედავებით, კი მაგრამ სიცოცხლის ხანგრძლივობა? სტატისტიკა? მე კი გიპასუხებთ, რომ თუ ეს კითხვები დაგებადათ, ე.ი. ჩემი ზემო ნაწერი გაცნობიერებულის მაგივრად "ზომბი რეჟიმში" წაგიკითხავთ. იქნებ თავად დადიხართ კარდაკარ და აწარმოებთ მოსახლეობის აღწერას? რა დარწმუნებული ხართ, რომ არა მხოლოდ მსოფლიოში, არამედ თუნდაც თქვენს ქალაქში ცხოვრობს ზუსტად იმდენი, რამდენსაც გეუბნებიან. ან ვინ არიან ისინი, ვინც გეუბნებიან, იცით? და მათი მოტივები? ჯერ კიდევ უახლოეს წარსულში, ნებისმიერ სოფელში შეხვდებოდით ათეულობით 100 წელს გადაცილებულ მოხუცს. ახლა? დარწმუნებულები ხართ, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა? ონკოლოგიურ დაავადებებზე რას იტყვით? შემცირდა თუ გაიზარდა?
ადამიანი ბუნების ნაწილია და იდეაში ასეც უნდა დარჩენილიყო, თუმცა ჩვენ "პროგრესი" სულ უფრო მეტად გვაშორებს მას და სინამდვილეში ჯანმრთელობის მხრივ რეგრესშიც კი გამოიხატება. ერთადერთი ჭეშმარიტი კანონები, რომელსაც ადამიანი უნდა მისდევდეს ეს ბუნების კანონებია. არაფერია მასზე ბრძენი და სრულყოფილი და როგორც კი, ჩვენ მის დარღვევას ვიწყებთ, ამისთვის დიდი საფასურის გადახდა გვიწევს, უმთავრესად ჯანმრთელობის ხარჯზე. ბუნებაში ყველა სახეობას, მათ შორის ადამიანს აქვს "სახეობრივი საკვები", ზოგიერთი სახეობისთვის ეს არის ხორცი, ზოგისთვის ბალახი და ადამიანისთვის ეს არის მცენარეული ნაყოფი. ვიღაცისთვის შეიძლება სიურპრიზი იყოს, მაგრამ ჩვენ ვართ ის, რასაც ვჭამთ და ნებისმიერ ჩვენი "შიდა" ჯანმრთელობის პრობლემის ერთადერთი მიზეზი არის, ის რასაც "გარედან" ვიღებთ, ანუ რასაც ვჭამთ, ვსვამთ და ვსუნთქავთ. ფიზიოლოგიურად შეუძლებელია ადამიანს ჯანმრთელობის "შიდა" პრობლემები გაუჩნდეს, თუ ზემოჩათვლილ სამეულში რაიმე დარღვევა არ აქვს, ანუ ამ მიმართულებით ბუნების კანონებთან ჰარმონიაშია ("შიდას" იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ჯანმრთელობის გარეგანი დაზიანება, მაგ. ხელი მოტეხვა, რა თქმა უნდა, არანაირ კავშირში არ არის, იმასთან თუ რას ვჭამთ, ვსვამთ ან ვსუნთქავთ). შესაბამისად, ყველაზე ცნობისმოყვარეებს გაუჩნდებათ კითხვა, მაშ რა გამოდის, რომ თუ გარშემო ადამიანები და თან ყველა, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, პერმანენტულად ავად ხდებიან, ე.ი. ამ გამონაკლისების გარდა ყველა არასწორად იკვებება? როგორ შეიძლება, რომ ყველა ასე მასობრივად ცდებოდეს? გიპასუხებთ. ყველა კი არ ცდება, არამედ შეცდომაში შეჰყავთ მუდმივ და გაძლიერებულ რეჟიმში. თუ რატომ ამაზე ზემოთ დავწერე. დიახ, სწორედაც რომ ასეა, თუ არა და თქვენ მართლა თვლით, რომ წელწადში მინიმუმ ორჯერ გაციება სრულიად ნორმალური და ბუნებრივია? და რომ ჩვენი წინაპარი გამოქვაბულში ამ "ნორმალურ" და "ბუნებრივ" რეჟიმში მოაღწევდა ჩვენამდე?
მე არ დავიწყებ აქ რაიმეს პროპაგანდას და არა იმიტომ, რომ მეზარება ან სურვილი არ მაქვს, არამედ იმიტომ, რომ ამას აზრი არ აქვს, სულ მცირე ორი მიზეზის გამო: 1) საპირისპიროს პროპაგანდა ყოველთვის უფრო ძლიერი და მასშტაბურია, მათი რესურსებიდან გამომდინარე, ასე რომ ვერასდროს ვაჯობებ. 2) ადამიანი თავად უნდა მივიდეს სურვილამდე, გაერკვიოს ყოველივე ამაში, რადგან ამის დაძალება, ნებისმიერ ფორმაში უაზრო და არაფრისმომცემია. შესაბამისად, აქ შევწყვეტ წერას და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული ამ პოსტის კითხვას სადამდე გააგრძელებთ.
|