დილა მშვიდობისა

გილოცავთ ბზობას!
Tengiz@@გამარჯობა

გუშინ გადავავლე თვალი შენს პოსტებს და საკუთარი გამოცდილება შემიძლია გაგიზიარო. 1 წლის წინ, ამ დროს მქონდა უმძიმესი ფსიქოლოგიური მდგომარეობის პიკი, სუიციდური აზრები/სურვილები, პანიკური შეტევებიც, შფოთვა, გაღიზიანება, პესიმიზმი, ნიჰილილიზმი.
რამდენიმე წლის წინ დაიწყო ყველაფერი, უფრო მსუბუქ ფორმებში და ბოლოს მიაღწია კრიტიკურ ზღვარს...
თავს უფლებას მივცემ და რადგან თამაში ახსენე, ამ მიმართულებით გავამახვილებ ყურადღებას.
რამდენიმე მიზეზი მქონდა. არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ თამაშის ზღაპრულ ფერებში დახატვა, მინიმუმ ცუდი მაგალითია სხვებისთვის...
მე მქონდა გემბლინგის პრობლემა. PR -ის მაგისტრი და პრაქტიკოსი იმიჯმეიქერი ვარ, როგორმე ვიცი საკუთარი თავი როგორ შევფუთო

) მაგრამ არასოდეს გავაკეთებ ამას, არ მჭირდება ხელოვნური ცხოვრება და იმიტომ. ხოდა, გემბლინგის პერიოდზე საუბარს არ გავურბივარ და პირიქით, თუ ვინმეს შემიძლია დავეხმარო ჩემი რჩევით, უბედნიერესი ვარ. თამაში ანგრევს ფსიქიკას. არ აქვს მნიშვნელობა აგებ , თუ იგებ, "რულეტკას" თამაშობ თუ პროფესიონალურ პოკერს.
მე არ ვიცნობ არცერთ მოთამაშეს ვისაც არ აქვს შფოთვითი აშლილობის პერიოდები..
სხვა მიზეზებსეც შემიძლია ვისაუბრო , პირადზე, ფინანსურზე და ა.შ.
მილიონი ფსიქოლოგი, ნევროპათოლოგი, ფსიქიატრიც და სასულიერო პირიც იყო ჩართული ჩემი გამოჯანმრთელეის საქმეში, ჩემი ოჯახი ბოლომდე დამიდგა გვერდით, მაგრამ ისევ საკუთარმა თავმა მიშველა.
ადამიანში უზარმაზარი ძალაა, წარმოუდგენლად დიდი და ის ყველაფერს მოერევა, თუ ამის სურვილი აქვს.
მჯერა და პირადად ვარ ამის მაგალითი.
წარმატებები!
This post has been edited by ^O^ on 9 Apr 2017, 11:06