Frankens†ein1.მე საქართველშიც ეგრე ვიხდიდი, რამდენჯერმე უბრალოდ დამპალი ოფიციანტი შემხვდა რომელი თვლიდა რომ კაცმა უდა გადაიხადოს და მე არ გამომართვა ფული. გადაახდევინე გიხდის : ))) კაცმა უნდა გადაიხადოს : )) ესეთი რეპლიკებიც კი უთქვამთ.
მე მე ვარ, ტიმბუქტუში თუ გერმანიაში
2.გერმანიაშიც ქალი უფრო ნაკლებს იღებს და ევროპის ბევრ ქვეყნებშიც რაც მე სწორა და მართებულად არ მიმაჩნია და ნელ-ნელა გამოსწორდება იმედია სიტუაცია.
მე თავს ხანდახან დაჩაგრულად ვგრძნობ ამის გამო.
3.ნუ არვიიცი მაგრამ მე შენი მეგობრის ადგილას ვურჩევდი რომ არასწორი მიდგომაა ეს.
ფული კიდე ისეთი რამეა სულ გჭირდება. კაცმა არ იცის როდის რა მოხდება და უცებ დიდი რაოდენობის თანხა დაგჭირდეს, მაგალითად შვილი გაგიხდეს ავად და იმდენი ჯდებოდეს მკურნალობა რომ დაზღვევა არ ფარავდეს და საზღვარგარეტ უნდა წაიყვანო. ეგეც რომ არ იყოს ათასი რამე ხდება ხვალ შეიძლება დაინვალიდდე ადამიანი და ხელები დაკარგო მაგალითად. სულ უნდა გქონდეს რაღაცა თანხა გვერდით და ხელფასზე არ უნდა ცხოვრობდე.
მერე კიდე რაც მეტს დაუტოვებ შვილებს მით მეტი შანსია მათი ცხოვრება იყოს ადვილი და პრობლემების გარეშე და ასევე შენი შთამომავლობა გადარჩეს.
4.რაც შეეხება მენტალიტეტს სადაც მე ქართველ ბიჭს შეყვარებულსაც კი ვუიასნებდი რომ მე ვიხდიდი ჩემსას ან ნახევარს, იქ სხვაც შეძლებს მაგას თუ უნდა.
მერე კიდე ჩემი ქმარი გერმანელი არ არის, მის ქვეყანაშიც ეს მენტალიტეტია რომ ქმარმა უნდა არჩინოს.
მისი ძმა წლები არჩენდა მის უსაქმურ ცოლს და უკვე რომ ვეღარ გაწვდა ძალიან ცოტა მუშაობა დაიწყო, იდეაში ბევრი არაფერი რომ არაა.
მანამდე ამბობდნენ ორივე ცოლ-ქმარი მე რატომ უნდა ვიმუშავოო და ჩემმა ცოლმა რატომ უნდა იმუშავოსო.
ძალიან ამაყები იყვნენ თან.
ხოდა მე ჩემს ბიჭსაც ავუხსენი რომ მისი მხრიდან მე თავგანწირვა არ მჭირდება და თუ რამეს გავაკეთებთ ერთად და ერთად დავზოგათ ეს ჩემი ოცნების ველოსიპედია თუ მისი მანქანა.
5.რამდენ ხანსაც კიდე გააგრძელებ ქართველი გოგოებისთვის ყველაფრის გადახდას იმდენი ხანი არ შეიცვლებიან.
ყველაზე მეტად რაც ტეხავს და მინახავს ბიჭი რომ შეყვარებულს ვერ ხვდება ფული რომ არ აქვს და ეს გოგო რომ ტვინს უბურღავს ან პარკში რომ წაიყვანს და რომ წუწუნს დაუწყებს რომ აუ გუკაჩომ ლიკაჩო წაიყვანა კინოშიიი და მეეჩ მინდაა. ან უმიზეზო დაგრუზვები და მიზეზი რომ ესაა.
და ტიპმა უკვე იმდენი დაახარჯა აღარ აქვს იმ თვეში ფული და შემდეგ თვეს ელოდება.
ბიჭები საჩუქარზე მაქსიმალურად რომ იხარჯებიან და გოგოები უიმე ჩემს თავს ვჩუქნი დღეს ან კიდე რაღაცა ბანძობა ადეკალონს ან წვერის საპარს ქაფს რომ უყიდიან ან ნასკებს.
მე ვიცოდი ხოლმე ჩემი პარტნიორის მაშნდელი ქართველის ფინანსური მდგომარეობა და უფრო მეტჯერ ვხვდებოდით და უფრო მეტ დროს ვატარებდით როცა ორივე ვიხდიდით და სიამოვნებას მანიჭებს უფრო ადამაინის ნახვა და არა ნივთები ან პონტი.
ხოდა იმ რესტორანშიც რომ შევალ მშვიდი გულით ვუკვეთავ რაც მინდა იმიტომ რომ ვიცი მე ვიხდი და სხვას არ ჩავაგდებ უხერხულში და რომ ვიცი ბიჭი გადამიხდის არაფერს არ ვუკვეთავ და მოვდივარ მშიერი, ან ავიღებ წყალს ან ყველაზე დაბალი ფასის რაც იქნება და არ მსიამოვნებს მე მინდა ჩემს გემოზე რაც მინდა ის შევუკვეთო.
ფულს კიდე მთლიანად ვიხდი თუ ვიცი იმ ადამიანს ამის საშუალება არ აქვს იმ მომენტში რომ ამ ადგილას წამომყოლოდა.
გოგოსაც და ბიჭსაც.
ქართველ გოგოებს ამ საქციელით დათვურ სამსახურს უწევთ.
სლავ გოგოებში ეგ თვისება მეზიზღება ყველაზე მეტად რომ აი კაცმა უნდა გადაიხადოს თორე ბანძი კაცია.
და მადლობა
lycan
იმ დღეს მ******ნ დამდგენელი აქ რო დავრეგისტრირდი და კიდე ზემოდან ბეზდელნიკობას ამ ყ**ს დოღში მეც რომ ვპოსტავ © metro123