როდემდე უნდა ატრიალოთ ეს თემები?
ან სად ნახულობთ ასეთ ქალებს? ანუ უმრავლესობა არ ფიქრობს ასე და სათითაოდ თუ აგროვებთ არ ვიცი.
ან ყველა თემაში ერთიდაიგივეზე როგორ მიდის კამათი, ოდნავი ფორმაცვლილებებით

ქალი რით აღემატებაო რო იძახი, არც არაფრით, პირიქით, რაც კაცობრიობა არსებობს კაცი აღემატებოდა და ჩაგრავდა ქალს, ფუნქციურად უფრო სტარატეგიული ფუნქციები ჰქონდა და შექმნა კულტურა, სადაც ქალს კაცი ჭირდებოდა, თან სასიცოცხლოდ!
ახლაღა დადგა დრო, როცა მეტნაკლებად თანასწორია ქალი-კაცი, დასავლეთში მაინც და საქართველოშიც პრინციპში, ყოველშემთხვევაში ამაზე უკეთესი და თანასწორი არ ყოფილა არასდროს საზოგადოება.
კაცების სისუსტეზე ლაპარაკობდით კიდევ, კაციცაა სუსტი და ქალიც, სისუსტეების გარეშე ადამიანი არ არსებობს და ამაში რაა დასაძრახი? მე პირადად მომწონს კაცი რო არ მალავს სისუსტეებს, შიშებს და თუნდაც კომპლექსებს. ასევე ქალი... კრუტოი ტიპებს რო თამაშობენ ან საერთოდ იმას თამაშობენ რაც არ არიან, ყველაზე არამიმზიდველი ხალხი ხდებიან სამეგობროდაც და რომანტიულ ჭრილშიც.