ძალიან ბანძი რამეა ეს სიყვარული რა.
უნდა დავწერო.
16 წლიდან მიყვარს ერთი ბიჭი. თავიდან სულ უბრალოდ, გულწრფელად მაბედნიერებდა რომ უბრალოდ ვიცნობდი და არაფერ სერიოზულზე არ მიფიქრია.
იმას უფრო დავუშვებდი რომ ფრთები ამომივიდოდა , ვიდრე იმას, რომ ერთად ვიქნებოდით და ერც ყოფილა ეგ ჩემი მიზანი. უბრალოდ ასწორებდა , მოტივაცია მქონდა ძალიან დიდი რომ წარმატებული ვყოფილიყავი და უბრალოდ გაეგო ჩემზე როგორ ამბობდნენ კარგ რამეებს.
პრინციპში რომ შევუყვარდი ფრთებიც ამომივიდა.
არ გვქონია სერიოზული პრობლემები, ხშირად ვკამათობდით უბრალო რამეებზე და კარგად ვიყავით მოკლედ.
რაღაც პრობლემები ჰქონდა პირადი/ფინანსური და რა თქმა უნდა ყველანაირად მხარში ვედექი. ხასიათი კი გაუფუჭდა მაგრამ თავი არ მომიბეზრდებია წუწუნით დროს აღარ მითმობთქო და ეგეთები. ერთი იყო, რაღაც პერიოდი მეც პრობლემები მქონდა და ზედაპირული გავხდი მასთან დაახლოებით 2 თვე. მერე ჯანმრთელობის პრობლემებიც აღმოაჩნდა. 1 წელზე მეტი ძალიან ერთფეროვანი,მოსაწყენი, უაზრო ურთიერთობა გვქონდა, რაღაცებიც მოხდა და დავშორდი ბოლოს. ძალიან დიდხანს ვცდილობდი გამეთვალისწინებინა მისი მდგომარეობა მაგრამ ნუ მეც ადამიანი ვარ და თავს ზედმეტად ვგრძნობდი მის ცხოვრებაში, შეხვედრა არ უნდოდა ლაპარაკი არ უნდოდა, დავიღალე. თან დიდი წინააღმდეგობაც არ გაუწევია, მითუმეტეს შევთავაზე ვცადოთ ყველაფრის შეცვლათქო დაშორებას მირჩევნიათქო.
ვცდილობ საქმეებზე გადავიტანო ყურადღება,არ ვიფიქრო.
დღეს დედაჩემი მეუბნება ველაპარაკე რაღაც საქმე მქონდაო და 5 წუთი მიყვებოდა რა კარგი რამეები თქვა ჩემზე.
რა უნდა?
ხო იცოდა რომ გავიგებდი.
როდემდე უნდა ველოდო ან რატომ უნდა ველოდო ან თუ უნდა რომ ველოდო რანაირად იქცევა და თუ არ უნდა რომ ველოოდო რანაირად იქცევა ?