#50629233 · 24 May 2017, 20:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
DD111 ძალიან ცდები.. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 5 წლის განმავლობაში ურთში არაფერი შეცვლილა თითქმის (გარდა იმისა რომ უფრო და უფრო იტანჯებოდა), და არ იკვებება ჩვენი ურთიერთობა ორი წელია(არც მიმოწერით), წესით საერთოდ არ უნდა მახსოვდეს ზედაპირული რომ ვიყო. გახსენებაში ფიქრში "ჩაყოლას" ვგულისხმობ და არა უბრალოდ გონებაში გაელვებას (გახსენების ფორმასაც ხომ გააჩნია, ისეთ კონტექსტში რომ შეგახსენებს თავს, ცდუნება მძაფრდება მოგონებების ასაშლელად).. და ამ ინტერვალიან შედეგსაც დიდი ძალისხმევის ფასად მივაღწიე. პირიქით, საკმაოფ სენსიტიური ვარ და იმდენად მეძვირფასება ეს ადამიანი, რომ სხვებმა ვერანაირად ვერ მოახდინეს კომპენსირება, მიუხედავად მათი ვიზუალური, ფინანსური თუ სხვა (პიროვნული) უპირატესობებისა.
Ladylike
აი როგორ აგიხსნა არ ვიცი, მაგრამ რაღაცნაირად ვუგებ. ერთხელ მითხრა, მაპატიე ყველაფერს რომ ვერ გამოვხატავ, რასაც შენს მიმართ ვგრძნობ, მეშინიაო. თვითონაც ებრძოდა თავს.. მარა მისი პიროვნული სხვა ასპექტები მარწმუნებს, რომ ვყოფილიყავით ერთად, თავით გადაეშვებოდა გრძნობებში ისე რომ ვერავინ უშველიდა, იმდენად საჩემოა. ნუ შეიძლება უცხოსთვის ერთი შეხედვით გულუბრყვილოდ ჟღერს, მაგრამ ასეა. და ამას ვერ ვინელებ და მინდა, რომ გადავხარშო.. ძალიან ძვირფასია ჩემთვის და ესაა პრობლემა.
This post has been edited by Homo_Sapiens14 on 24 May 2017, 21:21
--------------------
"სიმშვიდის ტოლფასი ბედნიერება არ არსებობს."
|