
გოგო რომ სრულიად სამამრეთს ამინუსებს თუნდაც ირიბად და ლაითად, ამ დროს ინსტინქტურად გეჩითება შეწინააღმდეგების სურვილი , იმისდა დამოუკიდებლად მართალს ამბობს თუ ტყუილს
ამ "ინსტინქტის" გამორთვის შემდეგ ყველა ის არგუმენტი გაქრა რაც უნდა დამეპირისპირებინა ზემოხსენებულ მოსაზრების საწინააღმდეგოდ
მაგრამ მაინც მოვეჭიდები ხავსს : | გენეტიკური კოდია, ისტორიული გამოცდილება, ოღრაში ბიძიების დარიგება თუ რა არის არ ვიცი და კლასიკურ შემთხვევაში მამრი მოწოდებით ინიციატორია როცა საქმე საპირისპირო სქესს ეხება. ქალი "მოპასუხე".. ეს იმდენად ზის ჩვენში რომ როგორც კი როლები იცვლება ჩვენი გონება განგაშის კი არადა მობილიზაციის სიგნალს რთავს.. ნუ რამდენად დავარქმევთ ამ მომენტს პანიკას სხვა თემაა
მარტო ქალზეც არ არის, ზოგადად ასეა მომართული ჩვენი ორგანიზმი. როდესაც რაღაც ისე არ ხდება როგორც უნდა ხდებოდეს სხვანაირად რეაგირებეს გონება და კომპანია ))
მაგალითს მოვიყვან: მეზობელი მყავს რა , დაბნეული მასტია რაღაცნაირი , ხან იქ იყურება ხან აქ, ხან ფიქრობს, ხან გათიშულია ... მოკლედ ვეჩნად მე ვესალმები პირველი და ის მპასუხობს
ერთხელაც მოხდა ისე რომ დამასწრო ეს გამარჯობა , თან საკმაოდ ენერგიულად .. ეს ზემარტივი და უბრალო მომენტი იმდენად უცნაური იყო ჩემთვის რომ დავიძაბე ერთგვარად, ნუ დაძაბვა ალბათ გაბუქებაა, მაგრამ ფაქტია ჩემი გონება სრული სიმძლავრით მოიხოდა და ჩემდა უკითხავად ათასი კითხვა "დასვა"
ეს თემაა რა რასაც თქვენ პანიკას ეძახით, პანიკა ნაკლებად ქვია მაგრამ ...
Mr JeimsAხარისხიანი პოსტი მოარტყი მაგრამ მხოლოდ შეყოფაზე არაა ეს ქეისი ჯეიმს

შესაყოფში ყოველთვის ვყობთ ბიჭები და ეს არც პლიუსია, არც მინუსი, არც საამაყო და არც არაფერი. მოცემულობად ჩავთვალოთ
ცოტა სხვა მომენტია აქ. ადამიანს პირდაპირ რომ ვეუბნებით რაღაცას ის არ ესმით ხოლმე ძალიან ხშირად და როგორია სხვისი საქციელის ანალიზი და გაშიფრვა ))
კაი დავუშვათ 95% გაქვს შანსი რომ ყველაფერია ისეა როგორც შენ გგონია და გეჩვენება, მაგრამ ის 5% ხომ რჩება ?
აქ უკვე სულ სხვა თემა შემოდის ასპარეზზე , რამდენად ხარ მკიდია თუ რისკიანი მასტი, ან რა გიღირს და რა არა.. რაც ძირითადად კონკრეტულ შემთვევებზე არის ხოლმე დამოკიდებული..
ნუ დავიკარგებით წარსულში, რომელიც ერთგვარი სულიერი ჭაობია და სადაც თავად ბედნიერებაც კი სევდის მანტიით არის შემოსილი..
4.99 დოლარიანი რჩევა : ))
Bla Bla Bla..