მაიმუნებს ვუსმენ ეს ბოლო დღეები აქტიურად :დ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ჰო, კიდე რა უნდა დამეპოსტა არ ვიცი რას დავაბარალო თუ მივაწერო ამ ბოო დროს, მინდა რომ რაღაცის მწამდეს და მჯეროდეს, ღმერთი იქნება ეს ბუდა თუ ალაჰი :დ რეალურად ხო არაფერი მაგრამ კრიტიკულ სიტუაციებში თითქოს ვცდილობ პასუხისმგებლობას გავექცე ან მესამე გარეშე ძალას ქვეცნობიერად ვთხოვო დახმარება, ალბათ უფრო ფსიქოლოგიური მომენტია, რადგან მერე უფრო "ვიხოდები", მუღამზე მოვდივარ და ყველაფერს თავს ვართმევ
ამასთანავე საკუთარი თავით უკმაყოფილო ვარ, ბოლო დროს ერთ ადგილას დავდექი და აღარ ვპროგრესირებ, ვტივტივებ, თუმცა ვაცნობიერებ რომ ამგვარი ქცევა არც მე და არც ჩემს გარშემო მყოფებს კარგს არაფრეს მოგვიტანს : )) არადა ყველაფრის ორგანიზატორი მე ვიყავი და 2ივე საქმე ჩიხში ჩემს გამოა... აუ რამხელა პოსტია :დდდ არა ჩემებური, წაშლა მენანება ახლა, ი ყოს