ეხლა გასაკვირი და ფანტასტიკა არაა, მაგრამ არც იოლი დასაჯერებელია, მითუმეტეს ფანტაზიორი და ბაქია ქართველი ბიჭებისგან

კაი, დავწერ, ჯანდაბას

მოკლედ ჩავრინდი მაიამიში, სასტუროში წყალი გადავივლე და ეგრევე ოუშენ დრაივზე გავედი, იქვე იყო სასტუმროდან ორი ქუჩის პარალელურად.
და სიზმარში გავიჩითე რასაც ქვია.
პარასკევი საღამოა და გადაჭედილია ოუშენ დრაივი ნაშობით.
აი როგორი ნაშობაა იცი? ფლეიბოის თუ პორნოფილმებში რო არიან იმათზე უკეთესები თუ არა, არც ჩამოუვარდებიან.
ხო და დგანან ეს ნაშები, მიუჩერებს ვიღაც ფერარით, ლამბორჯინით ან ბენტლით და ესენიც უსხდებიან ეგრევე, არც რა გქვია, არც რამდენი გინდა და ა.შ... ეგრევე მანქანაში სხდებიან.
მანქანები ჩითავენ S კლასის მერსედესით რო გაიჩითო, ბანძი როჟა ხარ, ლამბორჯინიზე ნაკლები არ დადის, როგორც მერე გავიგე ქირავდება საათობრივად.
და ნაშობაა სასწაული.
სლავები, ლათინოები, აფროამერიკელები.
ნერწყვს რო ვეღარ ყლაპავ.
გავატასავე ცოტა და რაღაც კლუბს მივადექი, 20 კაციანი რიგია შესვლაზე.
ჩავდექი ამ რიგში, წინ ვეებერთელა და ულამაზესუკანალიანი ლათინო გოგო დგას, გამოვშტერდი, თვალს ვერ ვაცილებ.
ვიღაც ზანგ ტიპთანაა, დიდი ოქროს ცეპი უკეთია და ხელში ასდოლარიანების შეკვრა უჭირავს.
ესე 5 წუთი ვიდექი რიგში და ჩემი ჯერი რო მოვიდა, 200$ ღირს მარტო შესვლაო და ერთი კოქტეილი შედისო.
მეთქი ჯერ შევალ, ვნახავ რა სიტუაციაა და თუ მომეწონა მერე გადავიხდი მეთქი და კაიო.
შევედი და სასწაული ხდება.
ძალიან მაგარი ნაშები ტიპებთან, ზოგიც ისე ზის ბართან და მტაცებლის მზერით ალივერებს ხალხს, თვალებში დოლარის ნიშანი ახატიათ.
გამოვედი და არ დამევასა პონტი მეთქი და წამოვედი.
ავატასავე-ჩავატასავე და მივხვდი რო საჩემო პონტი არაა, არავინ ვარ, ვერც შემამჩნევს ვერავინ.
ხო და გადავედი გზის მეორე მხარეს, ერთ მხარეს ხო ეს კლუბ-ბარ-რესტორნებია და მეორე მხარეს ბულვარია.
მივატასავებ და დავინახე ვიღაცა ზანგი დგას, ეგრევე მოვწვი რო ბარიგაა.
შევჩერდი და დავუწყე ყურება შორიდან, შემამჩნია და მოწვა რო მოვწვი ვინცაა და ხელი დამიქნია, მოდიო.
მივედი და კოკაინიო, ჰაშიშიო, ექსტაზიო და მეთქი მარიხუანა მინდა.
ბაზარი არააო და გააძრო დაფასოებული სხვადასხვა პაკეტებში.
რა ღირს მეთქი და 30$-იო.
მეთქი ძაან ძვირია, მოდი 15$-ს მოგცემ და ყველაზე პატარა პაკეტი რაც გაქვს, მომეცი მეთქი.
კაიო და მომცა, ორი სიგარეტი გამოვიდოდა.
ჩამოვჯექი ბულვარში და ვიყურები აქეთ-იქით, არ ვიცი რა სიტუაციაა, ატრაკებენ მოწევაზე თუ ღიად შემიძლია მოვწიო.
ყოველ 50 მეტრში პოლიციის პროჟექტორებია.
ხო და გვერდზე სკამზე ვიღაც ტიპი და ორი გოგო ჩამოსხდნენ.
ერთი ბიჭი და გოგო ეტყობათ რო ლათინოები არიან და მეორე გოგო ქერათმიანია.
კაი ვიდზე არიან სამივე.
მივიწიე ამ ბიჭისკენ და ვეკითხები, ხო არ იცი აქ მარიხუანას მოწევა დაშვებულია მეთქი?
და ტიპი მეკითხება გაფართოებული თვალებით, რა იყო, გაქვსო?
ერთი კვირაა ჩამოვედი და მინდა და ვერ ვიყიდეო.
ეგრევე კაი როჟა გავიჩითე, მეთქი 3 საათია ჩამოვედი მაიამიში და უკვე დავითრიე მეთქი.
თუ გინდათ მოგაწევინებთ მეთქი და კაიო.
პლაჟისკენ გავიწიეთ მოსაწევად.
რა სასტავია ეხლა, ეს გოგო და ბიჭი და-ძმანი არიან, არგენტინელები და ეს მეორე გოგო ამათი მშობლის მეგობრის შვილია, გერმანიიდან არიან ჩამოსულები.
ხო და ამ არგენტინელებმა ინგლისური არ იციან წესიერად, გერმანული საერთოდ არ იციან და ამ გოგომაც არ იცის ესპანური და ინგლისურიც ცუდად იცის.
ხო და გავედით პლაჟზე და ამოვიღე სიგარეტი, გამოვყარე თუთუნი, გავუკეთე ტრაკი და დავიწყე შეკეთება.
ხო ყრია პაკეტში მარიხუანა და პირით ვისრუტავ სიგარეტში.
ხო და გამო##ევდნენ ესენი, ვა რა მაგრად აკეთებო.
ეგრევე დავწვი რო გოიმები არიან და რას ამბობთ, ჩვენთან საქართველოში ყველა ეწევა და აზრზე ვართ მეთქი.
მოკლედ შევაკეთე ერთი სიგარეტი და მოვწიეთ.
დაგვაბოლა საკაიფოდ, ჩამოვჯექით პლაჟზე სათვალთვალო კოშკურის ძირში და ვლაპარაკობთ ესპანურ-ინგლისურ-გერმანულად, რო შემოგვხედო ბაბილონის გოდოლია.
და ამ ტიპის და ტელეფონს მაჩვენებს, ნახე ჩვენ სად ვისხედითო და ურეკი-ქობულეთ-ბათუმში რო პარაშუტია კატერებზე, მაგას მანახებს.
გამეცინა და ეგ რა არის მეთქი და გავაძრე ტელეფონი და მაღლივის ხიდიდან რო იყო ბანჯი და როუფ ჯამპინგები, მაქედან გადმოხტომის ვიდეოები ვანახე, ნახეთ საიდან ვხტები მეთქი, გამოY-ევდა სასტავი, შენ რა მაგარი როჟა ყოფილხარო.
მერე ქვეყნებზე ჩამოვარდა ლაპარაკი და შენი ქვეყანა ხო რუსეთიაო და რას ამბობთ რუსეთთან ომი გვქონდა, ჩვენი ქვეყანა რუსეთის და თურქეთის შორის არის და სულ ომი გვაქვს მეთქი.
შევატყეთ რო გაუკვირდათ ომი და მეც ვიყავი ომში მეთქი.
ვააო, გამოY-ევდნენ.
ხო და გავაძრე ტელეფონი და 2008-ში რეზერვიდან რო ვიყავი ზემო არცევში, იქ გადაღებული ფოტო ვანახე, რემბოსავით რო ვარ ჩამომჯდარი, ფორმაში და ავტომატით ხელში.
საერთოდ გამოY-ევდნენ და უკვე რიდს ვგრძნობ, ისე მიყურებენ.
რამდენი კაცი მოკალიო, მეკითხებიან და რავიცი, დათვლას ხო არ დავიწყებდი მეთქი, არადა ცოცხალი რუსი ჯარისკაცი თვალით არ მინახია

მოკლედ ღმერთი ვარ უკვე.
მეორეც მოვწიოთ მეთქი და ეგრეე დამეთანხმნენ, მოვწიეთ და ვსხედვართ და და ამ და-ძმამ რაღაც გადაულაპარაკეს ერთმანეთს და ეს ტიპი მოდის და ჩემ დას მაგრად დაევასე, ევროპელი ბიჭი კარგია ჩემი დისთვის და მე და ეს გოგოც გავისეირნებთ და თქვენც დარჩით აქო და წავიდნენ.
წავიდნენ ესენი, ეს არგენტინელი გოგო გადმომიჯდა გვერდზე და მოკლედ რომ ვთქვა მოსახდენი მოხდა.
ესე საათნახევრის მერე უკვე მიწოლილები ვართ პლაჟზე, დარჩენილი პატარა პიტაკიც მოწეული გვაქვს და ვარსკვლავებს ვუყურებთ

და დაბრუნდნენ ესენი და მოვიკითხეთ ერთმანეთი და ეს ტიპი მეუბნება, წამო ეხლა ჩვენთან წავიდეთ, მე გპატიჟებო.
ხო და უცბად იზმენა ავიკიდე, ცნობილი ფაქტია რო არგენტინაში მაგარი კრიმინალი სასტავი ცხოვრობს და უეჭველი რაღაცას მიჩალიჩებენ მეთქი.
ვფიქრობ რო წამიყვანენ, დამემუქრებიან და ამ გოგოს ცოლად მოყვანას დამაძალებენ

ის სიტყვები მახსენდება ამ ბიჭმა რო თქვა, ევროპელი ბიჭია კარგი ჩემი დისთვისო.
და არ მინდა, მეძინება მეთქი.
წამო ისე გავისეირნოთო და არ მინდა, მეჩქარება მეთქი და მოვხიე ეგრევე სასტუმროში.
გამოY-ევდნენ ალბათ საბოლოოდ.
ეუF, Prewiew Post-ს დავაჭირე და რამდენი მიწერია