მიუხედავად იმისა რომ ყოველი გოგო თოვლის უნიკალური ფიფქია, მაინც შეიძლება რამოდენიმე ცალკეულ ქვაბში მათი მოხარშვა. აქედან ყველაზე "საშიშები" არიან დაბალი თვითშეფასების გოგოები, ე.წ. Daddy issues მქონეები. ეს პოლონელი გავაჩერე მიწისქვეშა გადასავლელში, სახაჭაპურის წინ. თავიდანვე უცნაური აურა ჰქონდა, თითქოს მელანქოლიური, ამავე დროს სექსუალური. დამშვიდობებისას თვითონვე ჩამეხუტა, რაც დღისით არც ისე ხშირია. ნომერი არ გამომირთმევია, რადგან იმ დღეს გადაწყვეტილი მქონდა არავისთვის გამომერთმია კონტაქტები. ასეთი განზრახვა გეხმარება ფოკუსი პროცესზე გაამახვილო შედეგის ნაცვლად.
რამდენიმე საათის შემდეგ გადავყვიტე სახლში წავსულიყავი და სწორედ ამ დროს ისევ შემეჩეხა. თავზე ყვავილების გვირგვინი ჰქონდა, ფრიალი გაზაფხულის კაბა ეცვა და საყვარლად სევდიანი სახე ჰქონდა. ჩემი დანახვისთანავე სახე გაუბრწყინდა. ერთი–ორი სიტყვა გავცვალეთ, ვალსი ვიცეკვეთ და გადავწყვიტე Pull იქვე გამეკეთებინა, რადგან საკონტაქტოს გამორთმევა საკუთარი დისციპლინის უპატივცემულობა იქნებოდა. გავარკვიე რომ 2 ალკოჰოლიკ მეგბართან ერთად ცხოვრობდა, თუმცა სახლამდე გაცილებაზე კატეგორიული უარი მივიღე. შეიძლება Shit test იყო, შეიძლება არა, თუმცა კატეგორიული უარზე ჯობია უკან დაიხიო. საბოლოოდ გადავწყვიტე დავმშვიდობებოდი და საათს რომ დავხედე 12–ს გადაცილებული იყო. ახლა ვფიქრობ რომ მაინც დავარღვიე ჩემივე წესი, თუმცა მაშინ ვიფიქრე რომ რახან მეორე დღე იყო წინა დღის წესი აღარ მეხებოდა და საკონტაქტო გამვართვი. დავემშვიდობეთ ერთმანეთს და წავედით. მეც იქით მხარეს მქონდა გზა საითაც იმას, ამიტომ 5 წუთი ფუსუკივით ვიჯექი და წავედი სახლში.
მეორე დღეს მივწერე

სრულიად უწყინარ ტექსტზე მეუბნება უპატივცემულოდ ვექცევი, რითაც ცდილობს დრამის პროვოცირებას და მანიპულატორული თამაშის დაწყებას, სადაც მე მუხლებზე უნდა დავეცე და პატიება ვთხოვო.
2 დღის შემდეგ

ამ მომენტში მივხვდი, რომ Man-handling სჭირდებოდა

ასეთი ტექსტის შემდეგ დარწმუნებულიც ვიყავი რომ გამოვიდოდა და ასეც მოხდა. სკამზე წამოწოლილი Joe rogan–ის პოდკასტს ვუსმენ რომ მოვიდა. აშკარად დამინახა და 1 სკამით იქით დაჯდა. წიგნი ამოიღო და კითხვა დაიწყო. თავაზიანად მესალმება და კითხვას აგრძელებს. ვეუბნები რომ გადმოჯდეს, რაზეც სარკასტულად იღიმება. აგრძელებს კითხვას. ვეკითხები თუ რას კითხულობს. მეუბნება რომ ჯობს ჩემს საქმეს მივხედო და სხვის საქმეში ნუ ვერევი.
ამ მომენტში ძალიან მარტივად შეიძლებოდა ადგომა და წასვლა, თუმცა ზედმეტად მარტივია გამოსავალია. ზარმაცი კაცის საქმეა მსგავსი საქციელი. მეტი სიღრმეა საჭირო.
ვდგები და წყლის დასალევად მივდივარ. ალბათ როდესაც მისკენ ზურგით ვდგავარ მიყურებს თუ რას ვაკეთებ. როცა ვტრიალდები ისევ "წიგნშია ჩაფლული". მივდივარ და ფეხსაცმელებთან ახლოს ვუფურთხებ, წიგნს ხელიდან ვაცლი და კითხვას ვიწყებ "თხა და გიგოს" სტილში, ანუ ამოტრიალებული წიგნით. მაშინვე გამოუკეთდა ხასიათი, ღიმილიანი წამოხტა და ცალი ხელით წელზე შემომეხვია, თან ამოტრიალებულ წიგნს უყურებს.
მსგავსი ათასი ოინბაზობისა და 2 საათის შემდეგ, ამდენი ფრეიმების ბრძოლისაგან უკვე დელირიუმში მყოფმა აღმოვაჩინე, რომ რაღაც პერო ბარში ვზივარ ამ პოლონელთან ერთად და თხუთმეტ ლარიან სირობა ლუდს ვსვამ (ფინანსური თვალსაზრისით 3 პაემნის ტოლფასია). თავს ემოციურად გაუპატიურებულად ვგრძნობ, თითქოს ისე მათამაშებს როგორც უნდა. მივხვდი რომ თამაში უნდა ავრიო. აგერ უკვე 10 წუთია ტელეფონზე მესიჯებს აგზავნის და მე კიდევ ჰაერში ვიყურები. თამაშის ასარევად ჩვენს შორის უსიტყვოდ არსებული წესები უნდა ავრიო. ქაოსი უნდა შემოვიტანო. სამწუხაროდ სეტები არ არიან ამ ბარში რომ მივაჭრა, ამიტომ უბრალოდ უსიტყვოდ ვდგები და მივდივარ. თან მისი წიგნიც შემთხვევით გამყვა.
მსგავსი ირაციონალური გადაწყვეტილების შემდეგ მხოლოდ Low self-esteem თუ კიდევ მოინდომებდა ურთიერთობას.
გადავწყვიტე წიგნები დამებრუნებინა, წასვლიდან 15 წუთში

კიდევ რამოდენიმე "ემოციური" მესიჯი და კანეც ფილმა.