ჩემზე ლუზერი ადამიანის არსებობა დედამიწის ზურგზე ვერ წარმომიდგენია.
გუშინ და დღეს. დილიდან დაღამებამდე ქუჩაში ვეგდე ეს ორი დღე, ერთადერთი მიზნით რომ გოგოს გამოვლაპარაკებოდი და კრახით დასრულდა.
საათიც კი ვერ ვკითხე ვერავის. მაგრამ არ ვაპირებ დანებებას და იქამდე არ მოვისვენებ და ყოველ დღე გოგოების დასაპიკაპებლად გავალ, სანამ ვინმე არ შემომეტყვნება.
იმდენი ვიარე ამ ორი დღის განმავლობაში რომ, მთელს თბილისში სადაც კი რამე ბუჩქი და ხეა ყველა ზეპირად ვისწავლე, დაჟე სახელებიც კი დავარქვი უკვე.
გუშინ 2 გოგო შემხვდა ისეთი ლამაზი რომ ცოლადაც კი მოვიყვანდი, დღეს კი მხოლოდ 1.
ძაან სასწაული გემოვნება მაქვს ამდენი ადამიანიდან სამი თუ მომეწონა მარტო
კიდევ ერთი ვარიანტი მაქვს, დავნებდე, შევეგუო რომ არ არის ქუჩაში გაცნობა ჩემი საქმე და სალამანდრას დავუწყო დაკერვა, ან მაშას, ან კაიფისტკას.
მოკლედ, პირველ რიგში მინდა მივმართო იმ გოგოებს ვისაც შევეცოდე და პიემში უნდათ რომ შეხვედრა დამინიშნონ პაემანი ანუ, არ მოგერიდოთ, მომწერეთ.
მეორე რიგში კიდევ რას მირჩევთ, სულ რომ ვეგდო ქუჩაში ვინმეს გასაცნობად და ვიბოდიალო, საბოლოოდ გამოველაპარაკები ვინმეს და შემომეტყვნება კიდეც? თუ უიმედოა ეს იმედია და სალამანდრა ,მაშას და კაიფისტკას ჯობია დაკერვა დავუწყო?
მთავარი მინუსი ბევრი სიარულისა ის არის რომ უცებ გაოფლიანდები. ამიტომ ჯობია რომ სადმე ჩრდილში დაჯდე და თავისით რომ გამოჭენდება ლამაზი გოგო იმასთან მიხვიდე.
პლუსია რომ ჯანმრთელობისთვის დღეში 8 საათი სიარული სასარგებლო კი იქნება, მაგრამ ამ სიცხეში მხოლოდ ოცი წუთიც კი საკმარისია რომ ისე გაოფლიანდე, პოზიტივი არცერთმა გოგომ რომ აღარ გაგიცვალოს.
მოკლედ ხვალ თუ ვერ #####ნავ, მინიმუმ საათს მაინც ვკითხავ ვინმე ლამაზ გოგოს.
თუ ლამაზი ხართ და ხვალ ვინმე სიმპატიურმა მაგრამ ზემორცხვმა ტიპმა საათი გკითხათ, იცოდეთ რომ ეს მე ვიქნები.