რა მიმართულებით წასულა ეს თემა.
ყველაზე პოპულარულია ამ ფორუმზე თემები სადაც სხვების დაჯმა შეიძლება.
ერთ რამეს ვეტყვი თითოეულ ადამიანს, სარკეში რომ იხედები და ხედავ მაღალ, ლამაზ და წარმოსადეგ მამაკაცს თუ ქალს ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ გარშემომყოფები ეგრე აღგიქვამენ, ადამიანის ტვინი ისე არის შექმნილი რომ მას ეგონოს მისი თავი ყველაზე ლამაზი, კარგი, საუკეთესო და ა.შ.
ნუ ყველას ფოტო არ მინახავს, მაგრამ ვისიც მინახავს და ასეთ აზრებს აფიქსირებს ხოლმე საერთოდ არ არის ეგეთი. ამას ნიშნის მოგების გამო კი არ ვამბობ, არამედ მართლა რეალურად სიმპატიურს ვერ ვეტყვი, ვერც მე და ვერც სხვები ბევრი.
მერე კიდე კი არაჯანსაღი კვება ცუდია და კი არ არის წონა ჯანმრთელობა, მაგრამ შეიძლება 10 კილომდე ქონდეს ან ცოტა მეტი ადამიანს და არ აისახებოდეს მის ჯანმრთელობაზე.
ასევე ცუდია ქალაქში რომ ცხოვრობ იმ ჰაერის სუნთქვა რასაც სუნთქავთ ახლა თბილისში, ცუდია კომპლიუტერთან იმ დროის გატარება რასაც ატარებთ თუდაც ამ ფორუმზე პოსტავში, ცუდია რომ იმდენ სპორტს არ ვაკეთებთ რომ გაუტოლდეს ადამიანი თავისით რომ მოიპოვებდა საკვებს იმ პერიოდს აქტივობით, ცუდია ის რომ ვიყენებთ ძალიან ბევრ ცელოფანს, რომ ვატარებთ მანქანას და ვაბინძურებთ ჰაერს და ამ ჰაერს რომ ვსუნთქავთ ეგ დავწერე უკვე.
მოკლედ ბევრი რამ არის ცუდი რა თქმა უნდა.
მაგრამ ესენი არ აისახება გარეგნობაზე, მხოლოდ ჯანმრთელობაზე და ყველას გეხებათ და არ მინახავს ამ ფორუმზე გულანთებული ადამიანები რომ აი პარკი აღარ გამოვიყენოთ ბევრი, სამსახურში ველოსიპედით ვიაროთ

"ფუუუუუ შენ მანქანით დადიხარ, შენ გულისამრევო, შე ფუილა"
არც სიგარეტის მოწევაზე ღიზიანდებით დიდად.
და კიდე ვერ ვხვდები ვიღაცა რომ მსუქანია აი ზოგადად მსუქანია თუ სუსტია შენ გული რატომ უნდა გტკიოდეს.
ან კიდე დაბალია. აი ახლა რომ ეტყვი დაბალია ეგრევე ჰოპ და სიმაღლეში მოიმატებს თუ მოინდომებს?
და კიდე არც ეგაა დაბალი რაზეც აქ ითქვა.
და გამოიკვეთა ტენდენცია ადამიანს ეუბნები შენ დაბალო, მსუქანოო და მახინჯოო დამცირების მიზნით ეს კიდე შესაბამისად ძალიან დაბალი განითარების დონეზე მეტყველებს.
სიმაღლე, გარეგნული სილამაზე კიდე დაბალი განვითარების დონეს ვერ უშველის.
იმ დღეს მ******ნ დამდგენელი აქ რო დავრეგისტრირდი და კიდე ზემოდან ბეზდელნიკობას ამ ყ**ს დოღში მეც რომ ვპოსტავ © metro123