იმდღეს სამსახურის სამზარეულო დაკავებული იყო და ოფისში ვჭამდი მოხარშულ კვერცხს, ფრეშ სალათს და გრილზე შემწვარ ორაგულს.
ხოდა კლიენტი მოვიდა სუსტი, საკმაოდ ლამაზი, გარუჯული გოგო და რომ დამინახა დუკანზე ხარო?
ხოდა გამეცინა

რეალურად პრობლემა ის არის, რომ ჭარბწონიანი ადამიანების უმრავლესობა როცა გადაწყვეტს დიეტას, ის რადიკალურად განსხვავებულად იკვებება.
ვგულისხმობ იმას, რომ ყველანაირი ფსიქოლოგიური მომზადების გარეშე (არადა უზომოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია) იწყებენ შიმშილობას, პირდაპირი გაგებით.
ტიპებს მთელი ცხოვრება ან კაკ მინიმუმ წლების განმავლობაში ერთხელაც არ მიუღიათ ჯანსახი უცხიმო საკვები და უცებ ბრახ და იწყებენ მარტო კეფირის დალევას, ან მარტო 1 ვაშლის ჭამას მთელი დღის განმავლობაში და ასე მარაზმი მოკლედ. მერე გავა 2 დღე მაქსიმუმ და უზომოდ უხასიათოები, დასტრესილები და ა.შ. წყვეტენ ამ ყველაფერს იმიტო, რომ უბრალოდ აღარ შეუძლიათ. რა თქმა უნდა რომ ასე იქნება, ეს შეუძლებელია და ვერანაირი ნერვების პატრონი ვერ შეძლებს მაგას

დღეში 6-7ჯერ ვჭამ და დამიჯერეთ იმაზე ბევრად გემრიელად ვიკვებები ვიდრე ისინი ვისაც გონია რომ "ცხონება" ცომეულში და ტკბილეულშია

ჯანსაღი კვება არ გულისხმობს შიმშილობას და უგემური საჭმელების კეთებას.
ერთადერთი პრობლემა მხოლოს ის არის, რომ ხელის განძრევა გჭირდება ადამიანს ცოტა უფრო მეტი და სახსრები.
შოკოლადი გიყვარს? ჭამე შავი შოკოლადი. ასევე არსებობს უამრავი უგემრიელესი ფიტნეს ტკბილეული. იგივე ოშეს ბატონები სხვადასხვანაირი.
ნაყინი გიყვარს? დააბლენდერე ხილი, დაუმატე რძე და გაყინე. უგემრიელესია. ბლინები გიყვარს? არ გამოიყენო ფქვილი, დაჭყლიტე ბანანი, დაუმატე კვერცხი აურიე და გამოაცხვე ტაფაზე. მოაყარე კენკრა და რას შეჭამ დილით მაგაზე კარგს? ვერც ვერაფერს ჩემი აზრით

და ა.შ. და ა.შ. უამრავი გემრიელობის გაკეთება შეიძლება ისე რო ჯანსაღი იყოს და არა ნაჯერი ცხიმით და საფუარით გაჯერებული.
დიეტა იწყება ფსიქოლოგიური მომზადებით და მხოლოდ ამის შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ რაციონის შეცვლით და შემცირებით..
და რეალურად იმ რაოდენობის საკვებზე წლების მერეც კი არ ჩამოდიხარ რასაც უმეტესობა პირველივე დღეს აკეთებს

ნებისმიერი საქმის დაწყებამდე ცოდნა უნდა შეიძინო მოკლედ მის შესახებ სანამ დაიწყებ, თუნდაც საბაზისო.
და ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ ჭარბი წონა არ აწუხებს უბრალოდ ცდილობს თავი მოიტყუოს და გარშემომყოფებიც მოატყუოს.
თუმცა საკუთარი თავისგან გაქცევა შეუძლებელია


ეს არის ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ქონდა ჭარბი წონა.
და არასდროს ჭამის გამო.
ყოველთვის ჯანმრთელობის პრობლემების გამო იმატებდა წონას და ყოველთვის, როგორც კი ოდნავ მაინც მოიწესრიგებდა ეგრევე იწყებდა წონის კლებას.
დღეს ასე გამოიყურება
This post has been edited by Wrest on 29 Jul 2017, 10:23