LooLaaმიხვდება თუ არა რა მნიშვნელობა აქვს ??

როცა გაღიმება გინდა და გაყინული სახე უნდა დაკერო დებილობა არ არის ??
რავიცი მე
ეხლა წავიკითხე გადახედე შენც )) კაკრას ის წერია რო ვერძები ვერ ვიტანთ თამაშს ))
ვენერა ვერძში ბუნებრიობის მომხრეა,ვერ იტანს ხელოვნურობას და პრანჭვას; არ თვლის საჭიროდ, დამალოს გულწრფელი გრძნობები. მისთვის დამახასიათებელ სუფთა,ნათელ და უკიდურესობამდე მისულ გრძნობებს პირდაპირ და გულღიად გამოხატავს. ვერ იტანს თამაშებს და ინტრიგებს, მისთვის გაუგებარია სქესთა შორისი კოდირებული თამაში. არ ესმის,რატომ ცდილობენ გადაკრული მინიშნებებით შეითრიონ ბურუსით მოცულ ურთიერთობაში. ასეთ დროს ეჩვენება,რომ ატყუებენ ან არ არიან დაინტერესებულნი მასთან ურთიერთობით. ის ყოველთვის გულწრფელ დამოკიდებულებას ელოდება და შეიძლება ითქვას,მიამიტია პირად ურთიერთობაში.
ძალიან სწრაფად უყვარდება. არც ისე იშვიათად იტანჯება ცალმხრივი სიყვარულით. ურთიერთობაში ვერ იტანს მოწყენილობას და ერთფეროვნებას. თუ ადამიანს მხოლოდ ვენერა ჰყავს ვერძში,ის უფრო მარტივად გამოძვრება "ვერძული" დეპრესიისგან,ვიდრე მზით ვერძი,თუ ყურადღებას ხელოვნებაზე,კარგ საკვებზე,სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზე გადაიტანს.
ორივე სქესისთვის დამახასიათებელია ძლიერი ვნებიანობა და მაღალი სექსუალური პოტენციალი.
ასეთი ქ ა ლ ი უმანკოდ,გაუცნობიერებლად ხიბლავს მამაკაცებს. შეიძლება თავადაც ვერ ამჩნევდეს,როგორ უჩნდება თანამოსაუბრე მამაკაცს ლტოლვა,მისი ზედმეტად გახსნილი საუბრების გამო. ხშირად მამაკაცური ქცევა ახასიათებს და ეჯიბრება პარნტიორს, ვინ ვის შეაცდენს. თუმცა საკუთარი პერსონისადმი ყოველთვის ითხოვს სიყვარულს,ყურადღებას და პატივისცემას,როგორც ნამდვილი დედოფალი. იდეალურ სიყვარულს ეძებს და როდესაც შეყვარებულია,ახასიათებს გრძნობების გაშიშვლელბა. თუკი მისი სურვილები და მოთხოვნები არ კმაყოფილდება,მზადაა არაერთი უგუნურება მოიმოქმედოს და პატარა,კაპრიზული ბავშვივით იქცევა. მაგრამ დიდი ხნით არ ბრაზდება,როგორ სწრაფადაც წამოენთება,ასეთივე ტემპში შოშმინდება. ცხოვრების განმავლობაში ბევრი რომანი აქვს,მაგრამ არა იმიტომ,რომ ქარაფშუტაა,არამედ იმიტომ,რომ მხურვალე ნატურა აიძულებს დაასრულოს ურთიერთობა,როცა სიყვარულის ცეცხლი ქრება. ამასთან, ყოველ ჯერზე სულის სიღრმემდე,გულწრფელად უყვარდება.
მისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ითამაშოს ტრადიციული ქალის როლი,რადგან ყოველთვის თავად იღებს გადაწყვეტილებებს. ძლიერი,ინდივიდუალისტი და დამოუკიდებელი პიროვნებისთვის პარტნიორული ურთიერთობა ყველა მტკივნეული ადგილია. მან უნდა ისწავლოს სხვისი აზრის გათვალისწინება არა 333ჯერზე,არამედ თუნდაც 3 ზე. უნდა სცადოს და შეიგნოს,რომ პარტნიორსაც შეიძლება ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები და გეგმები ურთიერთობაზე.
ცდილობს, გარეგნულად თვალშისაცემად გამოიყურებოდეს. ირჩევს სუფთა,მდიდარ ფერებს. სპორტული,მოძრავი,აზარტული და ხალისიანია. მას მოსწონს ძლიერი,ემანსიპირებული ქალის იმიჯი და ხშირად ირჩევს ე.წ. "მამაკაცურ პროფერსიებს":ჟურნალისტიკა,პოლიტიკა და.ა.მ. ან სპორტული კარიერა. მას იზიდავს ენთუზიაზმით და სიცოცხლით აღსასავსე ადამიანები.