ეგოისტკაარ დამასვენეს და ვფიქრობდი სულ რატომ გეცინება...
ბავშვობიდან გექნება გამოყოლილი...
როცა ცდილობ სერიოზულად ილაპარაკო და თან ფიქრობ არ გამეცინოსო...
მე სკოლაში გაკვეთილის მოყოლის დროს სულ მეცინებოდა თუ კარგად ვიცოდი...
აუ ესე 9-10 კლასში ვარ და გაკვეთილი ცდება... მე და ძმაკაცმა შევნიშნეთ რომ პირველ რიგში გოგოები კრეკერს ახრამუნებდნენ (ჩვენ მესამე რიგში ვიყავით

)
გადავჯექით იმათთან და წილში ჩავუჯექით...
ჰოდა ამ ხრამუნში ვართ ოთხნი და თან ვიგუდებით სიცილისგან... აი ისე ვართ თითი რომ დაგვანახონ მაგაზეც გაგვეცინება...
ჰოდა შემოვიდა დირექტორი ხმაურზე...
დირექტორი ძალიან ტკბილი ქალი იყო... რუსი იყო ეროვნებით (სკოლა ნახევრად რუსული იყო) და ქართულად არც ისე საამაყოდ საუბრობდა... გაწერილი ტექსტი ქონდა და სულ იმით იწყებდა...
ჰოდა არც ეხლა დააყოვნა და დაიწყო: "ჩემო შვილებო.. ჩემო კარგებო..." და მე და ძმაკაცი გადავიგუდეთ სიცილისგან...

ტან პირი კრეკერით გვქონდა ამოტენილი და ისედაც ცუდ დღეში ვიყავით...
დირექტორს გაუტყდა და დემონსტრაციულად დატოვა ოთახი... მერე ჩავედით, სიტუაცია ავუხსენით და ბოდიში მოვუხადეთ... ჰოდა ჩაიზე და ბულკებზე დაგვპატიჟა...
ისტორია2
ისტორიის გაკვეთილია და კიდე ატეხილი ვარ ვიგუდები სიცილით... (მე და ისტორიის მასწს არ გვევასებოდა ერთმანეთი)
ჰოდა მ...შვილი გადი კლასიდან დაწყნარდი და შემოდიო...
მეც ავდექი და გავედი... 5 წუთი კალიდორში ვიბოდიალე... აშკარად დავწყნარდი... და შევაღე კარები...
რაც შემდეგ მოხდა გაგაოცებთ და ინტერნეტი დაიპრყო...
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
გავიგუდე სიცილით...
ჰო კიდე პანაშვიდზე "კრუგის" დარტყმის დროს მეცინება ხოლმე...
მგონი გიჟი ვარ...
This post has been edited by თორნიკეე on 7 Jul 2017, 11:57