დილა მშვიდობისა, ღამურებო!
ეგოისტკა, სოFკა, სალიკუნა და სხვებოც, მოგიკითხავთ შორიდან :*
s@likun@5 წლის წინ ვიყავი ჰურგადაში, "Hilton"-ში ვცხოვრობდით და იმდენად მაგრად მახსენდება, ერთ-ერთი საუკეთესო დასვენება-მოგზაურობა იყო ჩემს ცხოვრებაში.
ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ კლიმატი მომიხდა სასწაულად. 21 დღე ვიყავი და რომ ჩამოვედი კანი მქონდა ხავერდოვანი, არავითარი დამწვრობა და მზის ლაქები, თანაბარი ნამზეური.
მაღალი კლასის სასტუმრო იყო და კვება ჰქონდა ისეთი მაგარი, კულინარიულ სამოთხეში ვიყავი ))) უფრო საერთაშორისო სტანდარტის. რამდენიმე ზღვის პროდუქტების, ასევე იტალიური რესტორანი ( ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი), all inclusive, საოცარ დესერტები და რაც მთავარია ადგილობრივი უგემრიელესი ხილი და ბოსტნეული. ნილოსის სანაპიროს მიწა ძალიან ნაყოფიერია და უბემრიელეს მოსავალს იძლევა.
არ დავიზარეთ და ქაიროშიც წავედით და ალექსანდრიაშიც. ღირდა რამდენიმესაათიან გზად და აუტანელ სიცხედ.
ნუ, უდაბნოს და დაივინგ ტურები თავისთავად.
სიამოვნებით წავიდოდი კიდევ.
სანაპირო როგორია? ჩვენ საკუთარი პატარა ყურე გვქონდა , სადაც მარჯნის რიფებისგან იყო მოსუფთავებული ნაპირი და კომფორტს ესეც ქმნიდა.
მომინდა ახლა )))
არადა ჩემი და იყო იმავე წელს, სხვა სასტუმროში და ეგ ისედაც უჭმელია, პირს ვერ ვაკარებდი ვერაფერსო.
შეიძლება ეს განსხვავებაა.
პ.ს. ისე მენატრება ქართული სამზარეულო და მეგრული გამორჩეულად!!! ვერაფერი შემიცვლის ვერასოდეს <3
სასიამოვნო და ბედნიერი დასვენება , სალიკუნა! :*