ან მესამე მეოთხეს , შეიძლება სულაც მეოთთხე და მეხუთე ჰგავდნენ ერთურთს
არაა გამორიცხული მეექვსე და მეცხრეც რაიმე კავშირში იყვნენ
რას გაუგებ ამ ცხოვრებას ჩემო სპეტაკო ადამიანო , იგი ხომ კიბეს ჰგავს ? ზოგი ადის ,ზოგი ჩადის , ზოგიც არბის , ზოგიც ჩამორბის
იქვე საქანელაზე კატაობს ხალხი , ჩვენ კი აქ ვწვალობთ რაღაცას და შედეგი მაინც არ ჩანს
ეს არის ცხოვრება ? ამისთვის ვიდექით იმ ქარში ,თოვლში და წვიმაში ?
მაგრამ არაუშავს ,გულს ნუ გაიტეხ , ჩვენს ქუჩაზეც მოვა შემოდგომა
ფოთოლცვენა , სინარნარე
საერთოდ ჯიუტ ადამიანებთან ნუ იმეგობრებ , დაგღუპავენ თავიანთი სიჯიუტით
ერთი წყნარი და დამყოლი მეგობარი გერჩივნოს ათასს ჯიუტსაო ნათქვამია ოდითგანვე , ჩვენს წინაპრებს უთქვამთ
რაც შეეხება ცნობას , მე უცნობი ვარ
გრეჩიხას მეძახიან ზედმეტსახელად
ვიცნობდეთ ერთმანეთს ნუგზარ , რაიცი რაში დაგჭირდეს ჩემი მელოტი თავი (ტანიც )
ჩემ უძლილობას რა ვუყო და გაჭირვებას თორემ შენ კი უშველი თავს
საერთოდაც წიგნებს მიეძალე , შეეშვი ამ ფორუმს და კომპიუტერს ზოგადად
ეს ყველაფერი სტალინის მოგონებუილია ჩვენ რომ ვეკონტროლებინეთ
აბა დროებით ჩემო ახლად შეძენილო მეგობარო
ნემსი უნდა გავიკეთო , ექთანი მიხმობს
ჯერ ნაპოლეონს გაუკეთეთ მეთქი , მაგრამ არაო , გინდა თუ არა ციცერონი მოვიდესო(არადა შენ გწერ , ვმღერი , წიგნს ვკითხულობ , კარტს ვეთამაშები ლენინს , დომინოს გარინჩას და არ მცალია ) და მეც სხვა გზა არ დამრჩენია
უნდა მოვდუნდე , მოვადუნო დუნდულები რომ ნემსი არ გადაიღუნოს
ყოველ დღე პროტესიტს გრძნობა მიჩნდება ან ნემსის დანახვაზე
გადავწყვიტავ ხოლმე რომ დავუძახო ჩემს ძლევამოსილ არმიას და გადავთელო ეს დაწესებულება სადაც გამომაწყვდიეს
ამ ფიქრებში შემოდის ერთი ლამაზი ექთანი , საოცარი ლურჯი თვალები აქვს
მინდა რომ გავაგდო , მაგრამ ისეთი მომნუსხველი მზერა აქვს რომ მყისიერად მიპყრობს , მმართავს
ქათქათა მკერდიც მაცდურად მოუჩანს ხოლმე (გადაკეთებული აქვს ექთანის ხალათი ამ ჩათლაშკას , აბა ეგეთი მოღეღილი ხალათი ? )
რაღაცა სიგარეტს მაწევინებს(უცნაურო , მძაფრი სურნელი და გემო აქვს) , ხველებით კი ვიხრჩობი ,მაგრამ სასიამოვნო მოდუნებას ვგრძნობ და ხელს ავიღებ ხოლმე ჩემს გადაწყვეტილებაზე
ესეა ჩემი ამბავი , დამელოდე , აუცილებლად დავაღწევ თავს ამათ და მერე ჩვენია ეს სამყარო
საითაც გინდა იქით გავაჭენოთ ჩემი თეთრი რაში
მგონი ავიჭერი ამ სიცხეში ბლიად
This post has been edited by Statham on 14 Aug 2017, 15:44