20 წლისშემდეგ ეს თემა თუ იქნება
ცოტა ხომ აგრილდა ? ბაზარი არა აგრილდა.
კიდევ ერთი ზაფხულმა გაირიხინა და მოვა მალე ისევ ზამთარი.
თანდათან ვბერდებით და ზაფხულიც კარგავს მუღამს.
აღარც ახალწელს და თოვლს მოაქვს ის სიხარულის განცდა რასაც ბავშვობაში განვიცდიდით,,როდესაც დილას...
თოვლით დაფარულ კარ-მიდამოს ვხედავდით და გვიხაროდა ,რომ სკოლაში არ მოგვიწევდა წასვლა (თუ დიდი თოვლი იყო ).
თოვლის ბაბუასაც და დენის მოსვლას ერთნაირი მოლოდინით ველოდებოდით.
საბოლაოთ თოვლის ბაბუას მოსვლა უფრო რეალური იყო ვიდრე დენის სტუმრობა ჩვენს ნათურებში და გულის გახარება...ცნობილი ფრაზით,რომელიც ლეგენდათ იქცა და ასე ჟღერდა "ურა! დენი მოვიდა!". სადღაც იქ 90 წლებში დარჩა ეს ყველფერი და ჩვენს გულებში. ალბათ ბუხრის პირას უფრო ბებერი ,რომ ვიქნები მეც მოვუყვები ჩემს შვილიშვილებს!
მსგავსი პათოსით ძველ ამბებს და გადავეშვები ნოსტალგის უძირო ზღვაში. შეიძლება ვერც მოვუყვე. ეხლა მესმის პიტერ ბენის რომელსაც არ უნდოდა ,რომ დიდიების სამყაროში შედგა ფეხი. ისევ იქ სურდა დარჩენა სადაც არ იყო ამდენი სიყალბე ,ბოღმა და ტკივილი. იმ სამყაროში სურდა დარჩენა სადაც უბრალო ფრაზა ნეკი ნეკისა ,შერიგებისა ყველა კომფლიქტს უსვამდა წერტილს. თუმცა პიტერ ბენი მაინც მშიშარა აღმოჩნდა... რომანტიკული იდებით შენიღბული ლაჩარი.
ზოგჯერ მშურს ისეთი ადამიანების გული რომ არ აქვთ,თუმცა ხშირათ სიბრალულის გრძნობა მიჩნდება მათ მიმართ.
ვისაც გული გვაქვს და ყველფერი ახლოს მიგვაქვს ეს ჩვენი პლიუსიც არის და მინუსიც

ვცადე ბევრჯერ "ფეხებზე დაკიდება " ,მაგრამ ჩემი ###
მაგაზეც ვცადე დაკიდება ,მაგრამ უფრო ცუდი შედეგი მივიღე. მართლაიამ მოსავალი ავიღე და მაგარი მოსაწვევიც ავაგდე ,მაგრამ მე მგონი სხვამ დამსხწრო და ჩემი ცხოვრება ფერფლად აქცია

ფენიქსვით ავდგები ,უეჭველი კუშია და უფრო ძლიერი გავხდები ან ისევ ილუზიებით გავაგრძელბ ცხოვრებას