#53292821 · 21 Aug 2018, 03:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
sაlოmეa
| QUOTE | 1. ღალატი გამართლებულია, მაშინ როცა ......
|
ვისაც ღალატობ ის შენი ოჯახის წევრი ან უახლოესი ადამიანი არ არის.
| QUOTE | 2. თვლი რომ შენი მეგობარი შენი სახეა?
|
არა არცერთ ვარიანტში. ამის მიუხედავად ვთვლი მეგობრები გავლენას ახდენენ ერთმანეთზე და პესიმისტები შენი ცხოვრებიდან უნდა მოაცილო.
ადამიანს როცა დაველაპარაკები თუ ფიქრობს რომ ყოველთვის მართალია შემიძლია ასეთთან ვიმეგობრო, მაგრამ ისეთ კავშირს არ შევქმნი რისი გაწყვეტაც გამიჭირდება.
| QUOTE | 3. ამერიკელებს სჯერათ მემილიონე შანსის, დანარჩენი სამყარო ამტკიცებს რომ შანსი ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა, დაასახელე მესამე მოსაზრება
|
ამერიკაში თუ იცხოვრებ ცოტახანი მიხვდები რომ ამერიკელებს თავში ტვინის ნაცვლად ჰოთ დოგი აქვთ. (უმრავლესობას ვგულისხმობ)
მე ეგეთების არ მჯერა. ერთი რამ შეგიძლია წარმატებული გახადო, ან პირიქით. ეს შანსი არაა, ეს შრომა და ცოტა ეშმაკობაა.
იგივე სტარბაქსი რომელიც ამერიკაში და მთელ მსოფლიოში წარმატებული კომპანიაა ავსტრალიაში ზარალი ნახეს და არ იმუშავა მაგ კომპანიამ. როცა დაინახეს რომ დიდ ზარალში წავიდნენ ხელი ჩაიქნიეს და თქვეს არ გაამართლა ამ ბიზნესმა ავსტრალიაშიო. დახურეს კიდეც სტარბაქსები, მაგრამ სხვა იგივე მოდელის კომპანიამ დიდ წარმატებას მიაღწია იმ ქვეყანაში.
სტარბაქსიც რომ არ დანებებულიყო იგივეს შეძლებდნენ, მაგრამ იფიქრეს რაც მუშაობს აქ, იმუშავებს იქ და ეგ ეგრე არაა.
| QUOTE | 4. ყველა ადამიანია ბედნიერების ღირსი?
|
არა რათქმაუნდა.
| QUOTE | 5. ადამიანზე პირველი შთაბეჭდილება ხშირად გამართლებულა?
|
პირველი 4 წამის თეორიის არ მჯერა. მოდი ასე ვთქვათ პირველი შეხვედრა რომელზეც 5 წუთზე მეტს დავუთმობთ საქმის გარდა სხვა თემაზე საუბარს აი იმ პერიოდში რა შთაბეჭდილებაც მიყალიბდება 99% გამმართლებია. მხოლოდ ძაან ჩაკეტილ და გულჩათხრობილ ადამიანებზე მქონია პრობლემა.
თავისუფალ დროს ადამიანი რაზე საუბრობს ეგ ბევრ რამეზე მიუთითებს. კიდევ მიყვარს აზრის კითხვა საერთო ნაცნობზე ან ვინმე სხვაზე. როგორც ის დამიხასიათებს სხვას მაგით ბევრს ვიგებ თვითონ ამ ადამიანის შესახებ. პატარა დეტალები გვყიდიან ცხოვრებაში.
| QUOTE | 6. ადამიანები იცვლებიან?
|
ძალიან მცირე ნაწილი კი.
| QUOTE | 7. რომელია ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი: რწმენა თუ იმედი?
|
როცა არაფრის შეცვლა არ შეგიძლია რწმენა და როცა შეცვლა შეგიძლია იმედი.
რომელს აირჩევდი შენი ცხოვრების უახლოეს 60 წელიწადში 30 წლის გონებას თუ სხეულს?
subterranean
| QUOTE | რომ გითხრან, ან ვეღარასდროს ვეღარ შეჭამ ხორცს, ან ხორცის მეტს საერთოდ ვერაფერს შეჭამო, რომელს აირჩევდი?
|
ხორცის არ შეჭმას ავირჩევდი ჯანმრთელობის მიზეზებისდა გამო.
ხორცში ყველა ვიტამინი არ არის.
დაშლიი?
| QUOTE | ქოშერს იცავ? შაბათს?
|
არა. ქრისტიანი ვარ, ოღონდ ეხლა არ დამიწყო ისაო და ესაო :დ რისიც მწამს და მჯერა არის ეს.
--------------------
მოდერ ფორუმი გაივსო ჩარეცხე
60%-ზე ჩამოვიდა ვორნი, ახლა უკვე ერთ რჩეულს შემიძლია მრავალჯერ ვაგინო, ან რამდენიმეს ერთხელ.
არ გამაღიზიანოთ !!!!!!!!!!!
|