#51225086 · 28 Aug 2017, 12:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
datu
| QUOTE | | სასაცილოა, როცა ადამიანი შეყვარებულის გულისთვის სარწმუნოებას იცვლის. |
ეს მე არ დამიწერია. დანარჩენს რაც შეეხება,რომელიმე კონკრეტული რელიგიის მიმდევარი არ ვარ,თუმცა აქამდე მართმადიდებლურ ეკლესიაში დავდიოდი,მაგრამ პროტესტანტიზმი უფრო შეეფერება ჩემს მსოფლმხედველობას და წლების წინაც მქონდა გადაწყვეტილი თუ საქართველოს დავტოვებდი,ამერჩია პროტესტანტობა და თუკი ისე მოხდა,რომ მეორე ნახევარიც ამ რელიგიის მიმდევარია(უფრო სწორად მონათლული,თორემ ათეისტია),ეს არ ნიშნავს რომ ამას მის გამო ვაკეთებ. ათეიზმისკენ ვიხრები,მაგრამ მაინც მინდა რომელიმე რელიგიის მიხედვით ვიყო მონათლული,თუმცა აჩქარების საბაბს ვერ ვხედავ.
--------------------
''დაუჩოქა სამგზის სანატრელმა, სთხოვა დიდოსტატს სული. ცრემლმა იწვიმა კონსტანტინეს თვალთაგან, მაგრამ ვერც საყვარელს მისცა მან სული, რადგან სვეტიცხოვლისთვის შეეწირა იგი”.
|