sაlოmეaუნდა დავსქრინო ჩემი და იმ ადმინის დიალოგი :დდდდ
აუ მომსახურებაზე გამახსენდა
ერთხელ ჩაცმული ვდგევარ მამაჩემის ოთახის კართან რომ ადგეს და წამიყვანოს, სადღაც ვარ ჩაწერილი მგონი სალონში ან მედიში, მოკლედ ძააან მნიშვნელოვანია რომ არ დამაგვიანდეს,
რადგან ეს კაცი არ გამოდის, ტელეფონი მიჭირავს ხელში, ვბოდიალობ ფბზე ალბათ
გამოვიდა, ვა წავედით მეთქი?
არა ინტერნეტი არ არის, სილქნეტში დავრეკავო, აუ მეთქი რა დროს ეგ არის
მაინც დარეკა
თავი ხელში ავიყვანე, მეთქი ის ოპერატორი უცებ უპასუხებს, უკაცრავად რაღაცა პრობლემაა და მოგვარდება, და გათიშავს, მადლობა ნახვამდის
და იმან იქიდან დაუწყო მოდემის იასამნისფერი ღილაკი გამორთე, ეხლა ყვითელი შნური გამოაძრეთ, ეხლა შტეფსელიდან გამორთე ვაბშე, ეხლა დაარესტარტე, მწვანე მავთული გადაჭერი

მე უკვე ძააან პანიკაში ვარ, ვერ ვხვდები ბომბის გაუვნებელყოფა ხდება თუ ინტერნეტზე ჩალიჩობენ
და უცბად მივხვდი რო ჩემი ტელეფონი ვაიფაის უკავშირდება თურმე მთელი ეს პერიოდი უპრობლემოდ
და ამოვიკვნესე სასოწარკვეთილმა, მამაააა არის ინტერნეტი, შენი ტელეფონის ბრალიათქო და უი ყოფილაო და გაუთიშა უცბად
ეხლა იმ გოგომ ვერ მოასწრო თავისი პროტოკოლის მიხედვით დამშვიდობება და კიდე ურეკავს, ესეც პასუხობს, ძააან მეჩქარება ეხლაო, ნუ დაემშვიდობნენ უკვე როგორც სილქნეტის სტანდარტები ითხოვდა, მგონია მეშველა და არ ვიცი უკვე რატო მაგრამ მესამედ რეკავს

(((
აქ უკვე მამაჩემსაც გადაეკეტა და აღარ უპასუხა,რიტორიკული კითხვა დასვა, რატო გამომყვა სახლის კარამდე ეს დედა&%$$$^&&?!
მე ძალიან დამაგვიანდა

(
კანეც .

)))))
მზა პროდუქციის ფასი მომწერე მაშინ