მოდი მეც დავიტროლავ თავს
---------------------------------------------------------
დავიწყოთ
მანდ რომ ვიყავი ჩემი ბავშვობის მეგობარი ვნახე. 30 წლის ბიჭია... მთელი დღეა სახლში მხართეძოზე იყო გაწოლილი. ცხოვრობდა მშობლებთან ერთად... ცხოვრებაში 1 დღე არ უმუშავია. მისი დღე იყო წოლა და ხანდახან ჩავიდოდა ეზოში საბირჟაოდ... სამსახიობო აქვს დამთავრებული. ვუთხარი, რომ სადმე დაეწყო მუშაობა... არ აქვს მნიშვნელობა სად. უბრალოდ დაიწყე მუშაობა იმისთვის, რომ მუშაობის კულტურა გამოიმუშავოთქო. წავიდა და ეხლა საცხობში მუშაობს მზიდავად. ეს მუშაობა ნელნელა გამოუმუშავებს დრაივს და მიეჩვევა აქტიურად ყოფნას.
მართალია არ გიცნობ და არ ვიცი შენი ამჟამინდელი მდგომარეობის დეტალები... მაგრამ საიდანღაც უნდა დაიწყო... არ არის საჭირო ეგრევე შენი პროფესიის შესაბამისი თანამდებობა მოგართვან პოდნოსზე. აიღე და საიდანღაც დაიწყე... გაცილებით დაბალი საფეხურიდან. იმუშავე 3-ჯერ და 4ჯერ მეტი ვიდრე მოგეთხოვება. ეს 3-ჯერ და 4ჯერ უფრო მეტი ნამუშევარი დაანახე შენს ბოსს ვითომ 10ჯერ მეტს აკეთებ.
სადღაც გაქვს დარჩენილი ის ენერგია, რომელიც უნდა იპოვო საკუთარ თავში და მიხვალ დასახულ მიზნამდე

აგიყვანენ...
ჯერ სატესტოზე. მერე გაგტისკავენ, გაგწურავენ, იმამაძაღლებენ, იქვირითებენ, სულიერად დაგანარცხებენ, დაითრგუნები, მასხრადაც აგიგდებენ, დაგცინიან კიდევაც, ნერვებზე დაგთხრიან, მუშტიკრივიც გექნება, ჩხუბიც, იტირებ, შეიაგინები... ბევრ მაიმუნ უპრინციპო ხალხს შეხვდები, ჟოპალეზებს, მატყუარებს, ყოველწამს შეეცდებიან ბოროტად გამოიყენონ შენი კარგი თვისებები... ისეთ სირობებს გაგიჩალიჩებენ რისი წარმოდგენაც არ შეგიძლია...
და ეს უბრალო სიტყვები არაა. ამას შენ ტყავზე გამოცდი და სხეულის ყოველი უჯრედით იგრძნობ იმ უსამართლობას, რომელსაც ყოველდღიურად წააწყდები...
ასე რომ მოემზადე
This post has been edited by დაშლიი? on 29 Nov 2017, 20:33