მაიტა მეც დავწერ...
ტიშიძევიცოტრომელიღაცა წელია და მეე, ილოს ბიჭები, სანდრიკა და შავი გივია წავედით ჩვენს ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაშიი...
გზაში მაგრად გავერთეთ, დავლიეთ და პახმელიაზე მივედით დანიშნულების ადგილას...
დილა იყო... ღამე გათენებულები ჩვენს მიერ დაქირავებულ ბინაში მივედით და დავიძIნეთ...
მე საღამოს 9-სკენ გამეღვიძა და ტუალეტისკენ გავეშურე... სამზარეულოდან ფაჩუნის ხმა ისმოდა.. ანუ ვიღაცას მანამდე გაუღვიძია და დავინახე გივიას მაცივარი აქვს გამოღებული და რძე აქვს მოყუდებული... რძეს ბავშვობიდან ვერ ვიტან და დაჯღანულმა ხელი ავუწიე ზდრასტი მეთქი და "თავგასიებული" შევედი ტვალეტში... ჯერ კიდევ მთვრალი ვიყავი...
მერე "კრესლოში" ჩავჯექი გივიამ ბორჯომი მომაწოდა 1-2 ყლუპი დავლიე და ჩამთვლიმა...
23:15 იყო რომ გამეღვიძა.. უფრო სწორად გამაღვიძეს... ყველა ემზადებოდა.. სანდრიკამ ტრაინოი ადიკალონი შეისხა და მეთქი რა ხდება? და (პიროვნების სახელი) აქაურო გოგოები გაგვიჩითა ადექი მალე უნდა გავიდეთო...
თავი ისე ძალიან აღარ მტკიოდა... ავდექი, ჩავიცვი და მზად ვარ მეთქი... არადა სულ არ მქონდა არაფრის მუღამი...
ნაწილს გადავახტები და აქედან გავაგრძელებ...
რესტორან-ბარში ვართ და (პიროვნების სახელი) გვეუბნება აი ის გოგოები არიანო... ისინიც ხუთნი არიან...
გადავხედე თვალებმოჭუტულმა ამ გოგოებს და ყველაზე კაიც რომ შემხვდეს არ მინდა...
ბიჭებო რაღაც ვერ ვარ უნდა წავიდე მეთქი და გარეთ გამოვედი, ქალაქის დათვალიერება დავიწყე...
იმდენი ვიარე უკვე აღარც ვიცი სად ვიყავი... დავიკარგე...
ბოლოს რაღაც ქუჩაზე მოვხვდი აღმოსავლური მუსიკის ჰანგები ისმოდა...
თვითონ ეს ქუჩა დღევანდელ შარდენს წააგავდა... ამ ქუჩაზე ძალიან საინტერესო ადამიანები მხვდებოდნენ... ძირითადად სულ უცხო ქვეყნიდან მოსული ადამიანები... ეხლა ტურისტებს რომ ვეძახით...
მივედი იმ ბარამდე საიდანაც აღმოსავლური მუსიკის ჰანგები ისმოდა და შევედი... ვერავინ ვერ შემამჩნია მომსახურე გოგონას გარდა... მოვიდა და რაღაც მკითხა თავიანთ ენაზე... ვერ გავიგე და ვუთხარი, რომ რუსულად გვესაუბრა თუ იცოდა და რას მიირთმევო... მეთქი მუსიკის გამო შემოვედი აქ და აქაურ სამზარეულოსაც არ ვიცნობ მეთქი... მოკლედ რამე შემომთავაზე მეთქი... ზუსტად არ მახსოვს ეს მონაკვეთი ისე ვიყავი მუსიკით და წინა დღის ალკოჰოლით გაბრუებული...
გოგონამ რაღაც კოკტეილივით მომიტანა და საფირმო ნამცხვარი... ბახლავას გავდა...
რაღაც დროის მერე შევამჩნიე რომ ჩემგან მარცხნივ ულამაზესი რუსი გოგო ზის...
აი
და ჩემსავით გულდასმით უსმენს ამ საოცარ მელოდიებს...
შეამჩნია რომ მიიქცია ჩემი ყურადღება და მეკითხება აქედან არ ხარო ხო? მეთქი დღეს მოვედი მეგობრებთან ერთად... ისინი დასალევად არიან სადღაც და მე არ მინდოდა მეთქი... სეირნობა და ქალაქის გაცნობა მირჩევნია მეთქი...
უცებ ხელი გამომიშვირა და მეუბნება: მენია ზავუტ ნასტია... არა მე რუსულშიიი...

და დააყოლა ამ ქალაქივით ლამაზი ვერ ვარ, მაგრამ მე ხომ მაინც გამიცანი ეს ქალაქი თუ ვერაო... მოკლედ, ვისაუბრეთ და ბევრი ვიცინეთ... მერე ჩემი წასვლის დროაო და უნდა წავიდეო... მეთქი გაგაცილებ... არა, არაო... მეთქი კიდევ შევხვდეთ და ვერა ხვალ დილას მივდივარ სასიამოვნო იყო შენი გაცნობა იმედია ამ ქალაქზე სასიამოვნო მოგონებები დაგრჩება და მეც მათ შორის ვიქნებიო... გავიფიქრე მეთქი აი აქ დაგერხაა...
და ვეუბნები ესე თუ გამექცევი და ვეღარ გნახავ სასიამოვნო მოგონებები არ დამრჩება მეთქი...
შტო პაძელაიშო ამანაც ნაგლად...

(აი კიდევ სად დაერხა)
მეთქი აი ამას ვიზამ მეთქი და მივედი და ვაკოცე... სულ რაღაც რამოდენიმე წამიანი კოცნა იყო მარა დრო გაჩერდა... ვიგრძენი როგორ შეიცვალა მისი სხეულის ტემპერატურა და როგორ მოუხშირა სუნთქვასს...
ვიცოდი სასტავი გამოტყვრებოდა იქ და დილას თუ მოვიდოდნენ სახლში...
წამოდი ჩემთან ავიდეთ მეთქი და სად ცხოვრობო... აი მაშინ გამახსენდა რომ აზრზე არ ვიყავი სად ვცხოვრობდი და საერთოდ სად ვიყავი...
მეთქი არ მახსოვს და დავინახე წინ რაღაც სასტუმრო და აქ ავიდეთ მეთქი... ჰოდა ავედით... დილამდე ერთად ვიყავით... 8-სკენ გამაღვიძა ჩემი წასვლის დროაო თორე დავაგვიანებ და ჩემები მომკლავენო...
თავისი კოორდინატები დამიტოვა... წასვლისას მობრუნდა, მაკოცა და მითხრა რომ მას არასდროს დაავიწყდებოდა ეს ქალაქი და კიბეებზე სწრაფად ჩაირბინა...
This post has been edited by თორნიკეე on 6 Dec 2017, 12:40