მელკერ,
ჭკვიანი კაცი ხარ, წერა გეხერხება, გონება გიჭრის, გოგოები სეკრეტებს მანდობენო, ეგეც თქვი.
ხოდა აი ასეთი იდეა მომივიდა თავში, სრულიად სერიოზულად.
დაწრე წიგნი "როგორ დავაბათ ქართველი მდედრი".
ეს წიგნი უნდა ეფუძნებოდეს მეცნიერულ მონაცემებს ქართველი მდედრის გემოვნებაზე.
ასე 1 კვირის წინ ბიბლიოთეკაში ვიყავი და წიგნს გადავაწყდი. მეცნიერულ დონეზე იყო შესწავლილი მდედრების და მამრების ქცევა და გასწავლიდნენ, ჩაცმას, პრიჩოსკას, მანერებს, რა უნდა თქვა მდედრთან, რა არ უნდა თქვა. დაჟე ფეისბუქზე როგორი სურათი უნდა დადო, მდედრი რომ მიიზიდო, იმასაც კი გასწავლიდნენ. გამოვშტერდი, ისეთი რაღაცეები ეწერა. წიგნი სავსე იყო დიაგრამებით, ცხრილებით, flowchart-ებით. ქართულად როგორაა, არ ვიცი.
მაგალითად ასე: მდედრი თუ ამას გეუბნება, ეს ნიშნავს ამას და ამას.
მდედრმა თუ ასეთი ფოტო დადო, ეს ნიშნავს ამას და ამას.
დეტალური განხილვა იყო.
აი გეტყვი როგორ უნდა დაიწყო:
არსებობს ასეთი ცნება მათემატიკაში: დიდ რიცხვთა კანონი. გამოიკითხე რაც შეიძლება მეტი გოგო. რაც მეტი - მით უკეთესი, შედეგი უფრო მიახლოებული გექნება რეალობასთან.
დაუდე მდედრებს ეს ფოტოები წინ და სთხოვე შეგიფასონ.
დავიწყოთ ჩემით. ფოტო I (ცხვირის პლასტიკური ოპერაცია).
გარეგნობა:
სახე:
ცხვირი: 5 ქულა
თვალები, ნიკაპი წარბები: არ ჩანს კარგად, მარა ცუდი არაა, 4 ქულა.
პრიჩოსკა: 4 ქულა
ყბები: გაუპარსავია და არ მომწონს: 3 ქულა.
ჩაცმულობა: 4 ქულა
სურათის ხარისხი: 3 ქულა. ანფასში უნდა დაედო, მარა ეტყობა იმდენად მოსწონს საკუთარი ცხვირი, რომ ტიპი ცხვირით მარიაჟობს.
ზოგადი შეფასება ფოტოს მიხედვით იქნება ქულების დაჯამებული რაოდენობა.
იგივე ქცევაზე, მანერებზე, სასაუბრო ტექსტზე და ა.შ. შეიძლება.
დალშე, შეყრი ამ მონაცემებს კომპიუტერში ან იპოვნი მათემატიკოსს, ვინც ამ მონაცემების დამუშავებაში დაგეხმარება და

შედეგს დადებ, სადაც ამ ქულების მიხედვით გამოავლენ იმ თვისებებს, რაც მოსწონს მდედრების უმეტესობას და რაზეც ებმება მდედრი.
აი მაგალითად, ის ტიპი გერმანელი ცოლი რომ ჰყავს, პიჟონურადაა ჩაცმული. იმდენი არ იცის, რომ სმოკინგზე ტყავის სამაჯური არ უნდა შეიბას. მარა ეტყობა გერმანელ ქალებს ეს მოსწონთ. ქართველს არ მოეწონება. ანუ შენ ამ კვლევით მართლა დიდ სამსახურს გაუწევ ქართველ მამრებს. ასწავლი ისეთ რაღაცეებს, რაც იმენა ქართველ მდედრს მოეწონება.
გამოუშვი წიგნი, მაგარი გაყიდვები გექნება.
ნუთუ არ გეცოდება ქართველი მამრები? ხოდა რომ შემოდიხარ აქ და ცხვირწინ გვიფრიალებ შაჰ აბასების სურათებს, ეს რა საქციელია? "იიიი, ქართველო მამრებო, უშნოები ხართ, შაჰ აბასები გჯობნიან, ქალებს თქვენზე მაგრა აბამენ"! თან იცი, რომ მაგ ხალხის მიმართ ქართველებს გვაქვს ისტორიული შიში. აგერ, Kakha.G-მ კარგად ჩამოაყალიბა.
კატასტროფული სიტუაციაა. პიკაპის თემა მე-6 ტომამდე ავიდა. ისეთი მოთქმა-გოდება ისმის მაგ თემიდან, მაგათი საცოდაობით ვიწვი. ტიპებს მართლა სჯერათ, რომ ფულის გარეშე ქალს ვერ დააბამენ. არადა ასე არაა. მარა როგორაა, ესეც არ ვიცით. ანუ არსებობს რაღაც თვისებები, რაც მოსწონს ყველა ქალს და არის თვისებები მამრებში, რაც არ მოსწონს არცერთს. სანამ მამრი პირს გააღებს და რამეს იტყვის, მანამ მდედრი წამებში აფასებს მის გარეგნობას, ჩაცმულობას და "დასკვნას დებს": ღირს თუ არა მასთან ურთიერთობის გაგრძელება.
შენი მიზანია გამოავლინო ეს თვისებები და ურჩიო მამრებს, როგორ ჩაიცვან, როგორ დაიხურონ, წვერი როგორ გაიპარსონ და ა.შ.
ძუძუებიანმა მაროშკინამ როგორ უნდა გაჯობოს, კაცო?
შენ დაიწყე. მე მოგეხმარები. სერიოზულად. არ გეხუმრები.
რამდენი ვწერე.
This post has been edited by Lemshveniera on 19 Jan 2018, 19:32