ninicool შენ გთაგავ, მახსოვს, რომ გაინტერესებს ეს თემა...

წაიკითხეთ, გოგონებო:
მსოფლიოს მოსახლეობაში მამაკაცებისა და ქალების რაოდენობა თითქმის თანაბარია, თუმცა, არსებობს ქვეყნები, სადაც გენდერული თანაფარდობა განსხვავებულია. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს: ომი, მასობრივი მიგრაცია, ძალადობა ქალებზე, გენდერული უთანასწორობა და სხვა.
არსებობს ქვეყნები, რომლებიც ქალების დეფიციტს განიცდიან... ასეთ ქვეყნებში, მამაკაცებს საცოლის პოვნა ძალიან უჭირთ.
კერძოდ, ასეთებია:
ყატარი
ყატარი სიის სათავეშია. გენდერული უთანასწორობა მამაკაცების სასარგებლოდ, აქ მეტწილად განპირობებულია მამრობითი ემიგრანტების შემოდინებით. ემიგრანტების რაოდენობა აქ მთელი ქვეყნის მასშტაბით 94% -ს შეადგენს.
საუდის არაბეთი
ამ ქვეყნის მახასიათებელია ასევე ბევრი უცხოელი ქვეყანაში და მათ ხარჯზე მამაკაცების რაოდენობის მატება.
ინდოეთი
ინდოეთს ქალების სერიოზული დეფიციტი აქვს. ამის მიზეზი წლების მანძილზე სელექციური აბორტები იყო და შედეგიც მიიღეს. დღეს, ინდოელი მამაკაცები, ქვეყანაში ქალების სიმცირის გამო, მთელს მსოფლიოში ეძებენ საცოლეებს.
ჩინეთი
მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალ ქვეყანას ასევე ქალების სიმცირის პრობლემა აქვს. მიზეზი აქაც,ინდოეთის მსგავსად, სელექციური აბორტები და ერთი შვილის ყოლის უფლებაა. ჩინელებს სურთს, რომ მათი ოჯახის მემკვიდრე მამაკაცი იყოს და გოგონებზე მასობრივად იკეთებენ აბორტებს.
ირანი
ირანშიც მამაკაცების რაოდენობა სჭარბობს ქალების რაოდენობას. მიზეზი, უმთავრესად ისლამური მმართველობის მქონე ქვეყნიდან ხალხის მიგრაციაა.
საბერძნეთი
ხელფასის სიმცირის გამო, ბერძები ქალები სულ უფრო ხშირად მიდიან ბრიტანეთსა და საფრანგეთში. ამ ფაქტორმა საბერძნეთში ქალების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა.
ლიბია
ამ ქვეყანაში ქალების სიმცირის მიზეზი ომია, რის გამოც ქალების მასობრივი გასვლა მოხდა ქვეყნიდან.
ფილიპინები
ფილიპინები ღარიბი ქვეყანაა... გაჭირვების გამო ქალები სხვა ქვეყნებში გადადიან საცხოვრებლად.
ისლანდია
ეს არის ქვეყანა, სადაც ძალიან ცივა და მუდმივად ყინავს. აქ ან ქალია ცოტა ან მამაკაცია ბევრი.
ნორვეგია
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური, გენდერულად თანასწორი ქვეყანა ნორვეგიაა, სადაც არსებობს გენდერული პოპულაცია მამაკაცების სასარგებლოდ, რაც საფრთხეს უქმნის ქალებს ბოლო ათწლეულებში.
შვედეთი
ქალების სიმცირის მთავარი მიზეზი საბინაო კრიზისია. ასევე ის, რომ ომებისგან ლტოლვილი ადამიანებიდან 35, 000 მამაკაცი შვედეთში დასახლდა ბოლო წლებში.
ავღანეთი
ავღანეთი ერთ დროს ძალიან პროგრესული ქვეყანა იყო, მაგრამ ომის გამო ქალები ემიგრაციაში იმყოფებიან, მამაკაცები კი იბრძვიან.
ნიგერია
ბავშვთა ქორწინებამ, პოლიგამიამ და ქალთა სასქესო ორგანოების განადგურებამ გამოიწვია ის, რომ ქალები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა და წასულიყვნენ იმ ადგილებში, სადაც მათი ცხოვრება უკეთესი იქნებოდა. ცოტა ხნის წინ მთავრობამ გამოხატა სერიოზული შეშფოთება ახალგაზრდა ზრდასრული მამაკაცების რაოდენობაზე, რომლებიც ცოლებს ვერ პოულობენ.
თურქეთი
თურქეთშიც მამაკაცების რაოდენობა სჭარბობს ქალების რაოდენობას, თუმცა, ბოლო წლებში აქ ქალების რაოდენობამ იმატა ქვეყანაში საცხოვრებლად ჩასული უცხოელი ქალების ხარჯზე.
ეგვიპტე
ეგვიპტე არის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა არაბულ სამყაროში და უმსხვილესი სახელმწიფო აფრიკის კონტინენტზე. ეგვიპტეში არის ტრადიციული პატერნალიტული საზოგადოება, სადაც ქალები ცხოვრობენ და მოღვაწეობენ მხოლოდ ოჯახში. მათი უფლებები შეზღუდულია.
აშშ
აშშ-ში ქალების რაოდენობა სჭარბობს მამაკაცების რაოდენობას, თუმცა, არსებობს რამდენიმე დიდი ქალაქი, სადაც მამაკაცები აღემატებიან ქალებს. ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა ლოს ანჯელესში და ლას ვეგასში.
რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მონაცემებით, აქ ქალების რაოდენობა 6 პროცენტით სჭარბობს მამაკაცთა რაოდენობას, თუმცა, ქალების სიჭარბე ძირითადად 50 წელს გადაცილებულ ქალბატონებზე მოდის. 30 წლამდე მოსახლეობაში კი პირიქით, მამაკაცთა რაოდენობა მეტია ქალების რაოდენობაზე. სპეციალისტები, ამის მიზეზად სელექციურ აბორტებს ასახელებენ. სელექციური აბორტების რაოდენობით საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლოში, სომხეთთან ერთად. გაეროს სპეციალური მოხსენების მიხედვით, თუ ასე გაგრძელდა, 30 წელიწადში ქვეყნის მთელს მოსახლეობაში მამაკაცთა რაოდენობა ქალების რაოდენობას გადააჭარბებს.
ფოტომასალაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ აქ. გადმოკოპირება მეზარება
http://presa.ge/new/?m=society&AID=62384