#51968303 · 9 Jan 2018, 16:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პაკისტანი მუსლიმანური ქვეყანაა, იქ ქალები საკმაოდ მიუწვდომლები არიან, არათუ სექსისთვის, არამედ სასაუბროდაც კი, უცხო მამაკაცს სალამზეც არ უპაუსხებენ. იქ ასეა, თუ უცხო მამაკაცს სალამზე უპასუხებ, ესე იგი სექსი გინდა. აქ რომ არ უპასუხო, უზრდელობაა. ამიტომაა, უნდა იცნობდე უცხო კულტურას რომ უნებლიედ არ გაება მახეში.
ქართველ მამრებს ახასიათებთ სექსისთვის ზედმეტი სტატუსის მინიჭება, ეს იმის ბრალია, რომ სატრაბახო თემებში სექსის და პოტენციის საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვან ღირებულებად მიიჩნევა მამაკაცების წრეში.
მე ვერ გეტყვით რა შეცვლის ამას, ალბათ წიგნიერება და განათლება. რაც უფრო უწიგნურია ქალი ან მამაკაცი, მისთვის უფრო მეტი ფსიქოლოგიური ღირებულება აქვს სექსს რადგან მხოლოდ ინსტიქტზეა ჩამოკიდებული მისი ინტელექტი.
არა და სექსი ადამიანური ცხოვრების ერთერთი, ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილია და არა ერთადერთი და უჩვეულო.
--------------------
"მთელი უშენობის მფლობელი ვარ, დიდი დანაკარგის მესაკუთრე."
|